PDF: სალომე ბენიძე | ქალაქი წყალზე

Mar 17, 2023 - 01:53
Mar 17, 2023 - 03:26
 0
PDF: სალომე ბენიძე | ქალაქი წყალზე

„ქალაქი წყალზე“ სალომე ბენიძის პროზაული კრებულია, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულ და ამავდროულად, დამოუკიდებელ მისტიკურ მოთხრობებს აერთიანებს. ის ერთი ქალაქისა და შვიდი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ამბები ერთმანეთს უხილავი ძაფებით უკავშირდება. წიგნი, რომლის ნაწილებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთს არ ებმის, სინამდვილეში, ლაბირინთს წარმოადგენს, ლაბირინთს, რომელიც სავსეა სიყვარულით, ძიებით, ვნებებით და საიდუმლოებებით. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ძლიერი, დამოუკიდებელი, შეყვარებული ქალები, რომლებიც გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და შედეგებზეც თავად არიან პასუხისმგებელნი. აქ შეხვდებით უცნაური უნარებით დაჯილდოებულ, არაჩვეულებრივ გოგოებს, რომელთაც უყვართ, რომლებიც იბრძვიან და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ იმარჯვებენ, მაინც გვარწმუნებენ, რომ ვისაც საკუთარი თავის სჯერა, ის ბედნიერებას აუცილებლად დაიმსახურებს. თითოეულ პერსონაჟს განსაკუთრებული უნარები გააჩნია. ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ აქვთ საკუთარი სამყარო, რომელიც თავისებური ბედნიერებითა და ტრაგიზმითაა აღსავსე. მთავარი გმირი ქალების ისტორიებში ბევრ ისეთ პრობლემასაც შეხვდებით, რომელიც არც რეალურ სამყაროში მცხოვრები ქალებისთვისაა უცხო – ქალთა მიმართ ძალადობა, არჩევანის თავისუფლება, გენდერული თანასწორობა და ბევრი სხვა.

PDF ვერსია ჩამოტვირთეთ აქ:

Files

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow