ISEE 2023, რა შეღავათებია დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის?

ISEE 2023, რა შეღავათებია დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის?

რა შეღავათებია გათვალისწინებული 2023 წლისთვის დაბალი Isee-ის მქონე ოჯახებისთვის? - ამის შესახებ Merani TV-ს პირდაპირ ეთერში რუბრიკაში ,,მიგ.რაცია'', მელი თურმანიძემ ისაუბრა.

,,ფასების მრავალმხვრივ მატებასთან გასამკლავებლად სახელმწიფომ ოჯახებისთვის  არაერთი კატეგორიის ბონუსი შეიმუშავა , რომლებიც ეხება საბავშვო ბაღებს, სამშობიარო სახლებს, არის  საუნივერსიტეტო ბონუსი, ელ. ენერგიის, წყლის, თუ გაზის, საზოგადოებრივი ტელევიზიის სააბონენტო გადასახადის, ბონუსი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოსაყენებლად, თუ პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად.

Assegno unico-ს და La Social Card-ს ჩათვლით გამოყოფილია ბევრი დახმარება, რათა ოჯახები გაუმკლავდნენ კრიტიკულ პერიოდს. 


მათთვის, ვინც წარმოადგინა ექვივალენტური ეკონომიკური სიტუაციის ინდიკატორი, იგივე ISEE 10,000-დან 15,000 ევრომდე, ისინი შეძლებენ სახელმწიფოსგან მიიღონ დახმარება.

 

 ISEE-ის მოთხოვნა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. წლის განმავლობაში წარდგენილ იზეს, თუნდაც ის იყოს მოთხოვნილი დეკემბერში, წლის ბოლოს 31 დეკემბერს  ვადა ეწურება და აუცილებელია ახალი იზეს გაკეთება. მათთვის ვინც დამოკიდებულია იზეს მონაცემებზე, რომ არ შეუწყდეთ კუთვნილი დახმარება, სასწრაფოდ უნდა გაახლონ, რათა წყვეტის გარეშე მიიღონ მათთვის გამოყოფილი ბონუსები.

 იზეს კასაკეთებლად უნდა მიმართოთ ე.წ ,,კაფებს''. 

 

ISEE -  L'Indicatore della Situazione Economica Equivalente ( ISEE ), რაც ქართულად ნიშნავს ეკვივალენტური ეკონომიკური მდგომარეობის ინდიკატორს. ინდიკატორი, რომელიც გამოიყენება იმ  ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად, რომლებიც საჭიროებენ სუბსიდირებულ სოციალურ დახმარებას.
ISEE-ს მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა შეავსოთ  DSU  (Dichiarazione Sostitutiva Unica) ესაა დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს შემოსავლის, ქონების, ეკონომიკური მდგომარეობის აღსაწერად.

DSU -ს  შესავსებად შეგიძლიათ მიმართოთ კაფს. კაფი კი, თავის მხვრივ, არის  Centri Autorizzati di Assistenza Fiscale, რაც ნიშნავს ავტორიზებულ საგადასახადო ცენტრს.

 

ISEE აუცილებელი დოკუმენტები:

  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • DSU  (Dichiarazione Sostitutiva Unica) დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს შემოსავლის, ქონების, ეკონომიური მდგომარეობის აღსაწერად;
  • საცხოვრებელი სახლის მონაცემები (თუ გაქირავებულია, ქირავნობის ხელშეკრულების ასლი და გადახდის ქვითარი);
  • ოჯახის ყველა წევრის ფისკალური კოდი, იგივე კოდიჩე ფისკალე.

 

ზემოთ ჩამოთვლილ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, რომლის საფუძველზეც მარტივად გაირკვევა ექვემდებარება თუ არა ეს კონკრეტული ოჯახი ამა თუ იმ ბონუსს.

 

მილანში მცხოვრებთა საყურადღებოდ: Merani TV რეკომენდაციას უწევს Gruppo Europa-ს მილანის ლამბრატეს ფილიალს