FDA-მ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა

FDA-მ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა

Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ შაკიკის სამკურნალოდ დაამტკიცა, ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება. 

„FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, — წერს განცხადებაში Pfizer-ი.

„Zavzpret-ი სწრაფად შთანთქმადი ცხვირის სპრეია და მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებათ, მაგრამ ორალურ პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ“, — ამბობს ახალი ინგლისის ნევროლოგიისა და თავის ტკივილის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი ქეთლინ მულინი.