7 პოპულარული იტალიური საუზმე

May 16, 2022 - 01:41
 0
7 პოპულარული იტალიური საუზმე

თითოეული ჩვენგანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი საუზმე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და დღის განუყოფელი ნაწილია. ბრიტანული კვლევის თანახმად დილის საუზმრე ორგანიზმში გლუკოზის რაოდენობას არეგულირებს, ამცირებს გულის დაავადებების რისკს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და რაც მთავარია, ნორმალური წონის შენარჩუნებაშიც გეხმარებათ.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 10 საუკეთესო იტალიურ საუზმეს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ.

1. Rustico

ეს ტრადიციული იტალიური კერძი სხვადასხვა შიგთავსით მზადდება, რომელიც ფენოვანი ცომის ორ ფენას შორისაა მოთავსებული. როგორც წესი, ესაა ბეშამელის სოუსი, პომიდვრისა და მოცარელას გენიალური კომბინაცია, ისპანახი ან რიკოტა. უნდა აღინიშნოს, რომ Rustico ტრადიციულ იტალიურ სამზარეულოს არ მიეკუთვნება და მისი შექმნის თარიღად 1700-იან წლებს ასახელებენ, როდესაც ბეშამელის სოუსი გამოიგონეს. უგემრიელესი რუსტიკო საუზმეს ან შუადღის საჭმელს წარმოადგენს.

2. Torta Barozzi

ამ არომატულ იტალიურ ნამცხვარს ნუშის და კაკაოს მდიდარი გემო აქვს, რომელიც რომისა და ყავის ინტენსიური არომატით ხასიათდება. იგი 1907 წელს გამოიგონა ევგენიო გოლინიმ და მე-16 საუკუნის ცნობილ არქიტექტორს, იაკოპო ბაროცი და ვინიოლას მიუძღვნა. ნამცხვრის რეცეპტს კონდიტერები დღემდე საიდუმლოდ ტოვებენ და მხოლოდ გოლინის საცხობის მემკვიდრეებმა იციან.

3. ბრიოში ნაყინით

ბრიოში ნაყინით ტრადიციული იტალიური დესერტია, რომლის წარმომავლობაც სიცილიიდან მოდის. ტკბილი გემოებით გაჯერებული სენდვიჩი რბილი, კარაქიანი ბრიოშის ფუნთუშისგან შედგება, რომელიც სავსეა ნაყინით. სურვილისამებრ, თხილთან და შაქრის ფხვნილთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ.

4. Granita di Mandorla

გაყინული დესერტი, რომელიც გემოს ფართო სპექტრს იძლევა, სიცილიური გრანიტას ნაირსახეობაა. ნუშის დესერტი დაფქული ნუშით ან მზა ნუშის პასტის გამოყენებით მზადდება. ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ უფრო გლუვია, ხოლო დაფქული ვარიანტი – გაცილებით უფრო უხეში ტექსტურისაა. სიცილიაში გრანიტას ხშირად მიირთმევენ ბრიოშთან ერთად.

5. Maritozzi

ძველი რომიდან მოყოლებული მარიტოცი ტრადიციული იტალიური ტკბილი ფუნთუშაა, რომელიც შუაზე იყოფა და კრემის შიგთავსი აქვს. რეცეპტი მინიმალისტურია: შაქარი, კარაქი, საფუარი, ფქვილი, კვერცხი, მარილი,   ნაღები და სურვილისამებრ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა, ცუკატები ან ქიშმიში.

6. Pasticciotto

პასტიჩოტო პოპულარული იტალიური დესერტია, რომელიც სავსეა კრემის შიგთავსით. დესერტი უმეტესად ცხლად მიირთმევა. მიიჩნევენ, რომ იგი მე-18 საუკუნეში შეფ-მზარეულმა ანდრეა ასკალონემ გამოიგონა.

7. Torta Paradiso

Torta Paradiso ქალაქ პავიას სიმბოლო და დესერტის მარტივი ვარიაციაა, რადგან ინგრედიენტად მხოლოდ სამ ძირითად პროდუქტს, შაქარს, ფქვილსა და კარაქს იყენებენ. ნამცხვარს რძესთან, ჩაისა და ყავასთან ერთად მიირთმევენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow