29 იანვარს მილანში სოლომონ ნერგაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

კვირას 29 იანვარს, 15 საათზე, მილანში გაიმართება პავიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორის მეოთხე ორენოვანი წიგნის ,,ძნელი თავისუფლების'' წარდგენა. შეხვედრას გახსნის ასოციაცია ,,სამშობლო გულით სატარებლის'' პრეზიდენტი ნუნუ გელაძე. წიგნს ქართულ ენაზე წარადგენს ქეთი თურმანიძე, ხოლო იტალიურ ენაზე - როზანა კარლოსტელა.პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრებს მილანის სამრევლოს მოძღვარი მამა კირიონ მაჩაიძე.
წიგნის შეძენა კი ნებისმიერ მსურველს ავტორის ავტოგრაფით ადგილზევე შეეძლებათ.
მისამართი: Via Marco Burigozzo, 11, 20122 Milano MI