2023 წლის მიმდინარე დეკრეტი ,,ფლუსი''

2023 წლის მიმდინარე დეკრეტი ,,ფლუსი''

 2023 წლის 26 იანვარს ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა ახალი დეკრეტო ფლუსი.

წელს გასული წლებისგან განსხვავებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც გვხვდება, რომლის  მოქალაქეებსაც მოთხოვნის გაკეთება შეუძლიათ.

 განცხადების შეტანა შესაძლებელი იქნება, ოფიციალურ გაზეთში ფლუსის გამოქვეყნების დღიდან ორ თვეში, ანუ 2023 წლის 27 მარტიდან.

 

ახალი ფლუსი გათვლილია 82 705 ადამიანზე, მათგან 44 000  მოისაზრება სეზონურ სამუშაოზე, ხოლო 38.705 არასეზონურ და თვითდასაქმებაზე.

არასეზონურ სამუშაოებში,  იგივე ,,lavoro subordinato non stagionale'' -ში  შინა მოსამსახურეები, იგივე ,,lavoro domestico''  არ შედის. 

 ამ სექტორის ჩამონათვალში არის  საქონლის ტრანსპორტირება, მშენებლობა, ტურიზმი  და სასტუმრო, რასაც ამ წელს დაემატა მექანიკა, ტელეკომუნიკაცია, გემთმშენებლობა და საკვები.

მხოლოდ და მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი სექტორების დამსაქმებლებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა, თუმცა დეკრეტი მოიცავს ერთ სიახლეს, რომელიც 2022 წლიდანაა გააქტიურებული. დამსაქმებელი ვიდრე გააკეთებდეს მოთხოვნას მომუშავე პერსონალზე საზღვარგარეთ, მას აქვს ვალდებულება, იმავე მოთხოვნით წარსდგეს დასაქმების ცენტრში და თუ ცენტრი ვერ შეძლებს მის დაკმაყოფილებას ქვეყნის შიგნით არსებული პერსონალით, მხოლოდ მაშინ აქვს უფლება გააგზავნოს განაცხადი. ასევე მას შეუძლია განაცხადის გაგზავნა, თუ დასაქმების ცენტრი მოთხოვნაზე არ უპასუხებს 15 დღის ფარგლებში.

 ამ კატეგორიის კონტროლი არაა სავალდებულო სეზონურად მომუშავე პერსონალის მისამართით.