2 ივნისს იტალია რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს

იტალია 2 ივნისს რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. ეროვნული დღესასწაული წელს 76-ედ აღინიშნება.
ეს დღე 1946 წელს დაარსდა, კონკრეტულად კი მაშინ, როდესაც იტალიელებმა ხმა მისცეს რესპუბლიკის არსებობას, რითაც გაუქმდა მონარქიული მმართველობა. იტალიელმა ხალხმა, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებით დაასრულა სამეფო ოჯახის, სავოიების დინასტიის 85 წლიანი მმართველობა, რითაც სახელმწიფო - კონსტიტუციურ რესპუბლიკად აქციეს.
ამავე წლის 2 ივნისს რეფერენდუმს მოეწერა ხელი.
იტალიელებისთვის რესპუბლიკის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
ცხადია, დღე ვერ ჩაივლის ტრადიციული ღონისძიების ,,Frecce Tricolori’’-ს გარეშე, რომელშიც ერთმანეთის გვერდით მოიერიშე თვითმფრინავები ქალაქის ცენტრში დაფრინავენ და იტალიის დროშის, წითელ, თეთრ და მწვანე ფერებს აფრქვევენ.