ხვიჩა კვარაცხელია: მე და ნეაპოლს არ გვაქვს საზღვარი

აი, ცისფერი სამყაროს ოცნება: შევხვდით ჩვენი ჩემპიონატის ახალ ვარსკვლავს, რომელიც თავს აყვარებს ქალაქს და სიამაყით ავსებს თავის საქართველოს.
- როგორ ახერხებენ თქვენი სახელის წარმოთქმას ნეაპოლელები და ზოგადად, იტალიელები? როგორია წინსვლა ივნისის აქეთ?!
- დიახ, უკვე წინსვლაა, ჟურნალები და სატელევიზიო კომენტატორები უკეთ წარმოსთქვამენ…
- რამდენ ქულას დაუწერდით?!
- 1-დან 10-მდე?! 6 - დამაკმაყოფილებელი…
- და ნეაპოლს რამდენ ქულას მიანიჭებდით?!
- ადვილია - 10. ესაა ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით შემდგარი გუნდი. ასე თუ გავაგრძელებთ, იმაზე ბევრად მაღლა ავალთ, ვიდრე წარმოუდგენია ყველას.
- ჩემპიონატის მაგიური საღამოების შემდეგ ლივერპულთან და აიაქსთან 6 გოლით, ვიღაცებმა ხუმრობა დაიწყეს: ,,ტრიპლეტზე შეიძლება იოცნებო კიდეცო”…
- ჩემთვის ყოველი ტიტული, ყოველი გამარჯვება ოცნებაა. ამსტერდამში, როგორც მარადონასთან, ის იყო არაჩვეულებრივი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაო.
- რა გითხრათ სპალეტიმ ნაპოლში მოსვლამდე?
- ბევრი რამ. მას თავისთან სახლში შევხვდით, მილანში.
- და იმ დღის შემდეგ არ გაჩერებულხართ: 5 გოლი და 2 საგოლო გადაცემა ჩემპიონთა ლიგაში და მერე თამაშები, როგორც სანახაობა, საქართველოში ამბობენ, რომ თქვენ მოედანზე თავს ისე გრძნობთ, როგორც დისნეილედში. ხალხისთვის ეროვნული სიამაყე ხართ…
- ეს ჩემთვის დიდი სიხარულია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა.
- სიზუსტისთვის ნაპოლელი ფანებიც გაგიჟებულები არიან, საუბარია კვარამანიაზე.
- ვიმეორებ, სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ყველა ან ბევრი ასე ფიქრობს. სწორედ ამ მოტივით ვთამაშობ მთელი არსებით და ვდებ მაქსიმუმზე მეტს.
- უკაცრავად, მაგრამ სადამდე გინდათ მიღწევა?
- ვმუშაობ ბევრს გასაუმჯობესებლად, რადგან ბევრი მაქვს სასწავლი. თუმცა, ერთი რამ უდავოა: მინდა ავიდე მაღლა!
- უკვე გეძახიან კვარადონას, კვარავაჯოს, რომელი მეტსახელი უფრო მოგწონთ?
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ამაზე არ ვფიქრობ და არც მინდა ფიქრი. შეუძლებელია, რადგან მარადონა ძალიან დიდია, ყველაფერი მეტისმეტია. მე ჩემი მეტსახელი - კვარა მომწონს.
- ევროპა ვარსკვლავად მიგიჩნევთ, ყველა ტოპ კლუბის დამკვირვებლის ყურადღების ცენტრში ხართ და თქვენი ღირებულებაც მუდმივად იზრდება, მიუხედავად ამისა, თქვენ ინარჩუნებთ წარმოუდგენელ თავმდაბლობას.
- ეს ჩემი მშობლებისგანაა. ასე გავიზარდე. არ მომწონს ის, ვინც ბევრს საუბრობს და ზღვარს გადადის. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმო უნდა გავაკეთო, შემდეგ კი ხალხი გადაწყვეტს, ყოჩაღი ვიყავი თუ არა.
- სპალეტი ხანდახან საყვედურს ამბობს დრიბლინგის გამო, სამშაბათს კი პირიქით, აიაქსთან თამაშის შემდეგ ქათინაურიც მიიღეთ მისგან, თუ როგორ დაეხმარეთ გუნდს. - სპალეტი ძალიან კარგი მწვრთნელია. გარედან მიყურებს და მეუბნება, რას ვაკეთებ სწორად და სად მეშლება, მზრდის, ნამდვილი მასწავლებელია.
- და ,,ნეაპოლი” რა არის?
- ოჯახი, ერთიანი გუნდი, რომელიც მუშაობს მონდომებით და ერთი და იმავე მიმართულებით უყურებს მიზანს. ამავდროულად, ძალიან ძლიერია.
- ჩემპიონატიდან მაინც პირველი ხართ ლიგაში და ასევე ჩემპიონთა ჯგუფში. მერვედფინალის საკვალიფიკაციო ეტაპამდე ერთი ნაბიჯია.
- ჩემპიონობა ოცნების ახდენაა, მერვედფინალი კი, რა თქმა უნდა, მიზანი.
- ვის აქვს მეტი ზღვარი: ნეაპოლს თუ კვარაცხელიას?!
- არცერთს აქვს ლიმიტი, შეგვიძლია ერთად გავიზარდოთ ხელიხელჩაკიდებულნი, არავითარი საზღვრები.
- ამსტერდამში ჩემპიონთა ლიგაზე, პირველი გოლის შემდეგ თქვი, რომ შენი ოცნებები სრულდება…
- როცა ოცნება ასრულდება, ახალ ეტაპზე გადადიხარ, შენს ოცნებებთან ერთად გარბიხარ წინ.
- რომ შეგეძლოთ არჩევა, რომელს აირჩევდით, სათასო თამაშის მოგებას თუ ჩემპიონატის?!
- რატომ უნდა ავირჩიო? - ორივეს!
- თქვენ გულშემატკივრებსაც აგიჟებთ და მოწინააღმდეგეებსაც. რამდენჯერ გხვდება ფიზიკურად მატჩის დროს?!
- საკმაოდ ბევრჯერ (იცინის), არ ვითვლი
- ვცადოთ და თქვენს ეგოს შევეხოთ, კარლო ანჩელოტიმ თქვენზე საუბრისას თქვა, რომ განსაკუთრებული ხართ.
- ეს უდიდესი ემოცია იყო, გამაბედნიერა, მადლობას ვუხდი მთელი გულით.
- ამბობენ, რომ თქვენ ჯორჯ ბესტის ჰგავხართ.
- ყურადღებას არ ვაქცევ ამ ამბებს და სხვათაშორის, ძალიან რთულია ამ სიმაღლეებზე ასვლა. ვთქვათ, რომ მინდა საკუთარ სიმაღლეს მივაღწიო. საკუთარი თავისთვის ვმუშაობ, იმისთვის, რომ კვარა ვიყო.
- ვინ იყო თქვენი იდეალი ფეხბურთში ბავშვობაში?!
- რონალდო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პირველად გეტი მიყვარდა მადრიდის რეალიდან. როცა მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი თბილისში, ჩემი ქალაქი თეთრ მაისურებს იცვამდა, მე ზურგზე მის სახელს ვიწერდი.
- მამათქვენი ბადრიც დიდებული ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო.
- შეხვედრების მერე სულ ვსაუბრობთ, ვადარებთ. თავის აზრს მიზიარებს და რჩევებს მაძლევს. ხშირად მოდის სტადიონზე ჩემთან სასაუბროდ.
- თქვენი ოჯახი ნეაპოლში გამოგყვათ?!
- დიახ, თითქმის სულ აქ არიან. ჩემი მშობლები, ჩემი ორი ძმა, ერთი ჩემზე უფროსია, ხოლო მეორე თორნიკე - უმცროსი, 12 წლის. საქართველოში ისიც თამაშობს ,,ვიკინგებში”. ძალიან ყოჩაღია.
- თუ გენეტიკა არ ტყუის, ნეაპოლმა ისიც უნდა იყიდოს.
- კი, შესაძლოა, რატომაც არა?!
- თქვენი შეყვარებული ნიცა საქართველოში ცხოვრობს?
- ჯერ კი, თუმცა ხანდახან ჩამოდის ჩემს სანახავად. უნივერსიტეტში სწავლობს მედიცინის განხრით.
- სხვათაშორის, შენს ქვეყანაში ხვალ კრემონეზე და თქვენი თანამემამულე - ლუკა ლოჩოშვილი ითამაშებენ.
- კარგი მეგობრები ვართ, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ერთად დავიწყეთ თამაში თბილისის ,,დინამოში” და ახლაც ერთად ვართ ნაციონალურ შეხვედრებში. მსიამოვნებს მასთან შეხვედრა, თუმცა მის წინააღმდეგ თამაში არა.
- რთულია იტალიური ჩემპიონატი, არა?!
- ბევრი ძლიერი გუნდია მაღალი ხარისხია და ამიტომ იქნება რთული. მილანი, ინტერი, იუვე, ლაციო, რომა, ატლანტა, ფიორინტინა, უდინეზემაც კარგად დაიწყო სეზონი.
- იცით თუ არა, რომ თუ თასის მოგების შემთხვევაში ორი ქვეყნის გმირი გახდებით?!
- ეჰ, ვინ იცის, შეიძლება! ამაზე მეღიმება.
- მაგრამ, ეს ამ მხარეში ძალიან სერიოზული საკითხია. მოგწონთ ეს ქალაქი და მისი შემოგარენი?!
- ვცხოვრობ სპორტული ცენტრის ახლოს და ბევრი საქმის გამო, ჯერ დრო არ მქონია დამეთვალიერებინა, თუმცა იმის მიხედვით რაც ვნახე, ძალიან მომწონს. სტუმართმოყვარე ქალაქია, გავსებს ფანების ემოციებით და ზოგადად, ხალხი საოცარია. ზუსტად ისე, როგორც მიამბეს.
- ფეხბურთისთვის ეს ყველაფერი იდეალურია, არა?
- აქ ფეხბურთის გიჟები არიან, უსაზღვრო სიყვარულია. თან ნეაპოლში ითამაშა მარადონამ. ის ყველას უყვარს, მასზე ყველა ყველგან საუბრობს.
- გუნდის წევრებთან მეგობრობ?
- როცა ყველა ერთად ვვახშმობთ, ერთად ვართ, სხვა შემთხვევაში სახლში ვრჩები ოჯახის წევრებთან.
- ისწავლე თუ არა რომელიმე ნეაპოლური სიტყვა?!
- ერთი, მაგრამ არ მახსოვს, პარალელურად იტალიურს ვსწავლობ.
- რას იტყვით ნეაპოლის სამზარეულოზე?!
- ძალიან მომწონს, ყოველთვის მიყვარდა მაკარონი, ჩემს ქვეყანაშიც. ჩემთვის იდეალურია.
- ფეხბურთის მიღმა რომელი სპორტი მოგწონს?!
- კალათბურთი NBI, ჩემი რჩეული მოთამაშე სტივენ კარია. მისგან ვისწავლე გატანილი გოლის გამოხატვის ფორმა.
- ე.წ Night night celebration, მაგალითად, ხელები ლოყებზე და თავი ბალიშზე. დიახ, უკვე ცნობილი, რა მუსიკას უსმენ?!
- გააჩნია რა განწყობაზე ვარ, ჩემი სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს. თუმცა, რა თქმა უნდა, მიყვარს Coldplay.
- ივნისში ითამაშებენ იქ, სადაც თქვენ თამაშობთ, ანუ მარადონას სტადიონზე..
- როდის?! მოგებული თასით.
იტალიურიდან თარგმნა მელი თურმანიძემ
წყარო: Corriere dello Sport