წყალდიდობა პაკისტანში | დაიღუპა 1033 ადამიანი

პაკისტანში სტიქიურ უბედურებას ებრძვიან, რომლის გამოც 24 საათის განმავლობაში, 119 ადამიანი დაიღუპა. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა 1033 აღწევს, მათგან 300-ზე მეტი ბავშვია.
განადგურდა ასობით დასახლება. მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.