შემოსავლის დეკლარაცია და საქართველოში აღებული საბუთების ღირებულების დადგენა
24 მაისს Merani TV-ს პირდაპირ ეთერში მელი თურმანიძის საავტორო რუბრიკა ,,გარიბალდის 73-ში“ გავიდა, სადაც მოწვეულმა სტუმარმა სალომე ბრეგვაძემ ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო თემებზე ისაუბრა.
სალომე ბრეგვაძე იტალიაში მოღვაწე ემიგრანტია. იგი Gruppo Europa-ს ლამბრატეს ფილიალის ხელმძღვანელი და ასევე, ინტერნეტ-ტელევიზია Merani TV საინფორმაციო მხარდამჭერია. მერანის შემოქმედებითი ჯგუფი მას ადგილზე ეწვია და პირველი რეალური და არავირტუალური ინტერვიუც წარმატებულად შედგა.
ტელევიზიის დამაარსებელმა და გადაცემის წამყვანმა მელი თურმანიძემ კვლავ ემიგრანტებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები, შემოსავლის დეკლარაცია და საქართველოში აღებული საბუთების ღირებულების დადგენა წამოჭრა. ყველა კითხვასა და პასუხს გადაცემაში მოისმენთ.