შემოსავლების დეკლარირება ბელგიაში | მიგ.რაცია

შემოსავლების დეკლარირება ბელგიაში | მიგ.რაცია
შემოსავლის დეკლარირება ბელგიაში
შემოსავლის დეკლარაციასთან დაკავშირებით Merani TV-ს რუბრიკასი ,,მიგ.რაცია“, რომელიც საემიგრაციო საკითხებს აშუქებს კანონთან მიმართებაში ბელგიელმა ქართველმა და ბიოლოგმა, ირმა ოღიაშვილმა ისაუბრა.
როდის იწყება შემოსავლის დეკლარირება?
შემოსავლის დეკლარირება იწყება პირველი სამუშაო დღიდანვე. მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკში იწყება მუშაობა. რაც უფრო ნაკლებია შემოსავალი, მით ნაკლებია გადასახადი. შემოსავლის, ანუ ხელფასის მატებასთან ერთად იზრდება გადასახადის რაოდენობა. ხელფასებიდან იქვითება მინიმუმი 25%-დან და იზრდება ზემოთ. დამოკიდებულია “ ბარემებზე”, ანუ ტარიფებზე.
ვინაა ვალდებული გააკეთოს დეკლარაცია? ანუ შემოსავლის რა ოდენობის მერე ეკისრება ადამიანს ვალდებულება?
ვალდებულია ყველა ვისაც აქვს შემოსავალი.
რას შეადგენს საგადასახადო პროცენტი?
0.01€ tot13.540€. 25%.
13.540€ tot 23.900€. 40%.
23.900€ tot 41.600€. 45%. Meer dan 41.360%. 50%. როგორც ვხედავთ დამოკიდებულია შემოსავალზე.
რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს დეკლარაციისთვის?
ფორმულირება მოგეწოდებათ საფინანსოდან. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი შევსებული საბუთი არაკორექტურია, აუცილებელია ჩაასწოროთ გარკვეული ვადის განმავლობაში და შემდეგ კვლავ გაგზავნოთ.
არსებობს თუ არა საგადასახადო თანხის ჩამოწერის შესაძლეობა? წლის განმავლობაში გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე?
წლის განმავლობაში გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე ჩამოწერები, არ არსებობს.მხოლოდ კომპანიებს აქვთ ჩამოწერები… მაგ: ლეპტოპის, საოფისე სივრცის ( kantoor ruimte), ინვესტიციის და ა.შ. …
რა ხდება არ გადახდის შემთხვევაში?
გაქვთ თუ არა გადაუხდელი დავალიანება FPS Finance-სთან და ვერ ახერხებთ მოთხოვნილი თანხის დროულად გადახდას გადახდის დროებითი პრობლემების გამო? მაშინ გადახდის ეტაპობრივი გეგმა შეიძლება იყოს გამოსავალი.
რა პირობებია განვადების მისაღებად?
თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ თქვენი დავალიანება გადახდის თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში. მარტივი ფორმალობების გარეშე. თუ აკმაყოფილებთ მათ პირობებს, შეგიძლიათ მიიღოთ გადახდის გეგმა თქვენი შემოსავლისა და ხარჯების დამატებით კვლევის გარეშე. განაცხადი უნდა გაკეთდეს დროულად. ( არაუგვიანეს თქვენი დავალიანების საბოლოო გადახდის თარიღიდან). თუ თქვენ არ გაქვთ სხვა დავალიანება FPS Finance- სთან. კომპანიებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია რომ შეასრულონ დაკავებული გადასახადის დეკლარაციასა და გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
 თუ თქვენ ვერ გადაიხდით თქვენს ვალს, გადახდის ვალის ამოწურვის განმავლობაში მაშინ უნდა გადაიხადოთ პროცენტი. ასე რომ, რაც უფრო ადრე დაიწყება გადახდა მით უკეთესი იქნება .
 თუ ვერ გადაიხდით მოცემულ ვადაში, მაშინ გადაეცემა იურიდიულ კათედრას და იქნება სასამართლო პროცესი…შემდეგ კი საქმეში ჩაერთვება აღმასრულებელი!!!
 დეკლარაციის აღრიცხვა ხდება, როდესაც გავა 1 წელი ანუ 365 დღე … დასრულდება 1 წელში და გადასახადი მოდის შემდეგ …!!
ირმა ოღიაშვილი