,,ყველაზე საშიში კაცი სტალინის შემდეგ''- რას წერს მსოფლიო კვარაცხელიაზე

ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მხოლოდ საქართველო-იტალია კი არა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივრები თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი ახლა მხოლოდ მის სახელს გაიძახის და 20 წლის ქართველ, როგორც თავად აღნიშნავს, ,,მეოცნებე ბიჭუნას'', წარმატებას უსურვებს.
საუკეთესო კომენტარები ერთიანობად ვაქციეთ და კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ:
,,4-დან 3 შემთხვევაში მის აქტიურობას მოჰყვა გოლი... ...მგონი ისაა, საუკუნეში ერთი რომ იბადება''
ზვიად მახარაძე, ქართველი ემიგრანტი ვერონადან
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე
- 57 წუთი
- 4 მოგებული ორთაბრძოლა
- 4 წარმატებული დრიბლინგი
- 3 Key პასი
- 1 კარში დარტყმა
- 1 შექმნილი საგოლე შანსი
- 1 ასისტი
- ალექანდრ-არნოლდი ჯიბეში, ჯო გომესი სკამზე
ფანები
"გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით, ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა... ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს... და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელია-მეთქი! და გამეღიმა! ყველა მე მომაშტერდა... როგორ? გაიმეორეო... გავიმეორე კიდევ მეორედ და მკითხეს, ჯორჯიიდან ხარო?! კი-მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს... ძლიერი და საამაყო ერი ხართო... ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან... ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი"
ლალი ქოქოშვილი
,,სასწაული ხდება ხალხნო ნეაპოლის გზაზე, კვარა...კვარადონა...ჯეორჯიააა...გრაციე....ფორცა ნაპოლი! ფორცა ჯეორჯია... გზაზე მიმავალი მანქანები ასეთი შეძახილებით გვაცილებენ, სურათებს უღებენ ქართულ დროშას და ერთმა ჯგუფმა მოტოციკლეტიდან დროშის წაღება მოინდომა, მაგრამ მაკამ იმარჯვა. არ გავბრაზდებოდი... ვაჩუქებდი.....ეს ნეაპოლია! ქალაქი! აუღებელი ციხესიმაგრე, სადაც საქართველომ საპატიო ადგილი დაიკავა! ამ გამარჯვების ავტორი კვარადონააააა"
ფიქრია კუჭუხიძე
,,ყველაზე საშიში კაცი საქართველოდან, იოსებ სტალინის შემდეგ''
ფეხბურთის კომენტატორი დუბაიდან