ქართულ-იტალიური სახელმძღვანელო, რომელიც ქართველ ემიგრანტებს მართვის მოწმობის აღებაში დაეხმარება

 Merani TV-ს ეთერში გასულმა გადაცემამ ,,გარიბალდის 73" ქართულ-იტალიური მართვის მოწმობის სახელმძღვანელოს ავტორებს - როზა ლიპარტელიანსა და მარკო ვირჯილის უმასპინძლა. სტუმრებმა პირდაპირ ეთერში წიგნის შექმნასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს. 

,,ბევრი პოზიტიური წერილი მივიღეთ. მკითხველისთვის ჩადებული შრომა დაფასდა და მიხარია, რომ შედეგი გამოიღო" - აღნიშნა ქართულ-იტალიური სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა, მარკო ვირჯილიმ გადაცემის მსვლელობისას.