ქართველი მოფარიკავე მსოფლიო თასის მფლობელია, მან იტალიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა

ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ალჟირის დედაქალაქში გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებულია. მან ფინალურ ორთაბრძოლაში იტალიელი ლუიჯი სამელე დაამარცხა. სპორტსმენმა უკვე მეოთხედ მოახერხა მსოფლიო თასზე ოქროს მედლის მოპოვება.