ქართველი აქტივისტები უკრაინის მხადასაჭერ აქციაზე მილანში

ქართველი აქტივისტები უკრაინის მხადასაჭერ აქციაზე მილანში

მილანში უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობები ხშირია. აქციის ორგანიზატორები იტალიაში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას საკუთარი სამშობლოს მიმართ. ერთ-ერთ აქციას ქართულ-იტალიური ინტერნეტ-ტელევიზია Merani TV ქართული დროშითა და წარწერებით შეუერთდა, რომელიც ფოტოგრაფების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 10 წლის ქართველი ემიგრანტი სანდრო ბერიძე 10 000 აქტივისტს ქართული დროშით მოუძღვებოდა. 

უკრაინელი ფოტოგრაფი ვალენტინ ლუკიანჩიკოვი ინსტაგრამზე ფოტოებს ავრცელებს.