ქათმის თეთრი ხორცი უფრო სასარგებლოა? - მითი თუ რეალობა

ქათმის თეთრი ხორცი უფრო სასარგებლოა? - მითი თუ რეალობა

ქათმის ხორცი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყაროა, თუმცა იცოდით, რომელი ნაწილია უფრო სასარგებლო თქვენი ორგანიზმისთვის? ან რა განსაზღვრავს მისი ხორცის ფერის ცვლილებას?

ბავშვობაში ერთხელ მაინც დაუძალებიათ თითოეული ჩვენგანისთვის ქათმის ხორცის ის ნაწილი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სასარგებლოა, სულაც არ გამოიყურება მადისაღმძვრელად ხორცის სხვა ნაწილებთან შედარებით. 

ფაქტი: იმის გამო, რომ ქათამი არ დაფრინავს, ეს მისი სხვადასხვა ნაწილის შეფერილობით გამოიხატება.

მუქი ფერი გამოწვეულია ქათმის კუნთებში მრავალი სისხლძარღვის არსებობით. რაც მეტია დატვირთვა კონკრეტულ კუნთზე, მით მეტი სისხლით ივსება კუნთის ვენა და არტერია. ამის გამო, ხორცი მუქდება.

აღსანიშნავია, რომ თეთრი ხორცი გაცილებით სასარგებლოა, რადგან მასში მეტი ცილაა, გარდა ამისა, დაბალკალორიულია, ხოლო გემო უფრო ნაზია. 

მუქი ფერის ხორცი მდიდარია რკინითა და მინერალებით, თუთიით, სელენით, რიბოფლავინით B6 და B12 ვიტამინებით. 

ახლა კი არჩევანი თქვენზეა.