სტატისტიკურად ყოველი მეორე იტალიელი სიმსუქნესა და ჭარბ წონას ებრძვის

სტატისტიკურად ყოველი მეორე იტალიელი სიმსუქნესა და ჭარბ წონას ებრძვის, რომელთა 19% მწეველია.
ყოველი მესამე კი ფიზიკურად არააქტიურია.
2021 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 45 000 ადამიანი გამოიკითხა, დადგინდა, რომ 18 წელს გადაცილებულ პირთა 46,2% ჭარბწონიანია, 14 წელს ზევით პირთა 19% მწეველი, ხოლო 24% ეწეოდა წარსულში.
33,7% არაა სპორტით დაკავებული, ხოლო 11 წელს გადაცილებულ პირთა 66,3% ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელია ბოლო ერთი წლის განმავლობაში.