სოფიას მიმდებარე მთაზე ხანძარია

ბულგარეთში სოფიას მიმდებარე მთაზე ხანძარია. მიუხედავად მეხანძრეების უწყვეტი მცდელობისა, ცეცხლი საკმაოდ სწრაფად ანადგურებს ტყეებს, უკვე 15 ჰექტარი განადგურებულია, მათ შორის ტყე, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი თავისი იშვიათი ფლორის გამო.
ხანძრით გამოწვეული კვამლი საკმაოდ დიდ ფართობზე ვრცელდება. ბულგარეთის A1 ავტობანის მნიშვნელოვანი ნაწილი კვამლითაა დაფარული, ასევე კვამლი გაწოლილია მიმდებარე ქალაქის თავზე, ჰაერი გაჟღენთილია სპეციფიკური სუნით, რის გამოც სუნთქვა საგრძნობლად ჭირს.