სიყვარული, ოღონდ მხოლოდ მეორე ნახევრის არა

სიყვარული ლაპარაკის ნაცვლად!
სიყვარული ლანძღვის ნაცვლად!
სიყვარული მუქარის ნაცვლად!
სიყვარული მორალის კითხვის ნაცვლად!
სიყვარული განკითხვის ნაცვლად!
სიყვარული კამათის ნაცვლად!
სიყვარული ქილიკის ნაცვლად!
სიყვარული იმარჯვებს!
სიყვარული აშენებს!
სიყვარული ქმნის!
სიყვარული, ოღონდ მხოლოდ მეორე ნახევრის არა, მეგობრების სიყვარული, ნათესავების სიყვარული, ნაცნობების სიყვარული, უცნობების სიყვარული, ბავშვების სიყვარული (არა მხოლოდ საკუთარის), მეზობლების სიყვარული, განსხვავებული აზრის მატარებლების სიყვარული, ბუნების სიყვარული, დედამიწის სიყვარული, ყველას და ყველაფრის სიყვარული განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ჯიშისა, აღმსარებლობისა!
სიყვარულს!
სიყვარულს!
სიყვარულს!
გიგზავნით
გავათბოთ გულები, გავათავისუფლოთ სული ბრაზის ბორკილებისგან.
ბრაზით გვმართავენ, ნერვიულობით ვმარცხდებით, განკითხვით ვუძლურდებით...
არ მინდა კომენტარები, არც რეაქციები, სიყვარული გავამრავლოთ, გადავრჩეთ და გავძლიერდეთ.
მე თქვენ მიყვარხართ!
სამყაროვ, მიყვარხარ!
თამარ ნიკურაძე