რუსული "გაზპრომი" საფრანგეთს გაზის მიწოდებას უჩერებს

რუსული "გაზპრომი" საფრანგეთს გაზის მიწოდებას უჩერებს

გაზპრომი შემდეგი შინაარსის განცხადებას ავრცელებს:

,,30 აგვისტოს სამუშაო დღის ბოლოს შპს ,,გაზპრომს'' არ მიუღია ივლისში არსებული კონტრაქტების მიხედვით კომპანია Engie-სთვის მიწოდებული გაზის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით ,,გაზპრომ ექსპერტმა'' აცნობა Engie-ს გაზის მიწიდების სრული შეჩერების შესახებ''.

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრი აგნეს პანიერ-რუნაში აცხადებს, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს.