რუსი კლასიკოსების შედევრები ფეხებზე მკიდია ახლა. გამონაკლისების ჩათვლითაც კი - ისე ვარ გაბრაზებული

რუსი კლასიკოსების შედევრები ფეხებზე მკიდია ახლა. გამონაკლისების ჩათვლითაც კი - ისე ვარ გაბრაზებული
პოეტი როინ აბუსელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,მე აბსოლუტურად მესმის, რომ ენა - ენაა და ოკუპანტის ბოროტება იარაღშია, თუმცაღა ცოტა უკან გავიხედოთ...
საქართველომ და მთელმა მსოფლიომ თავისი არსებობის მანძილზე გამოიარა უამრავი კატაკლიზმა, უბედურება, ჭირი, სტიქია და ა.შ. ისიც მახსოვს სახლში ყვებოდნენ ომის დროს ხის ქერქს ფრქვავდნენ, აცხობდნენ და იმას ჭამდა ხალხიო.
ე.ი. ადამიანებმა გაჭირვების დროს შეძლეს, რომ მათდაუნებურად უარი ეთქვათ ნორმალურ საკვებზე, მინიმუმ - ცივი მჭადის ნატეხზე, პურის ყუაზე და ა.შ.
არ იყო და თავი გაჰქონდათ რაღაცნაირად.
და სიცივის დროს ავეჯი და წიგნები დაუწვავთ, რომ გამთბარიყვნენ, შედევრები, ბუმბერაზი კლასიკოსების ქმნილებები და ა.შ.
ახლა ამას რატომ ვწერ ...
ასეთი გამონათქვამია, "ბაბუის ნაჭამმა ქლიავმა შვილიშვილს კბილები მოჰკვეთაო", ჰოდა თქვე დალოცვილებო, ხალხი საკვების გარეშე არსებობდა, გასათბობად წიგნებს წვავდა, უამრავ სიამოვნებას იკლებდა ნებსით თუ უნებლიედ და დღეს შენს ქვეყანაში მავთულხლართებს გიჭერენ ყელზე, ყურის ძირში სასტიკი ომია გაჩაღებული და ამის მიუხედავად რესტორნებში, ავტობუსებში თუ რუსული მუსიკა იჟღერებს მერე რა? ხელოვნება - ხელოვნებაა და არ ეხება ხო?
ახლაც ხომ ის დრო არაა ხის ქერქი აფრქვიოთ ან წიგნები დავწვათ გასათბობად, რამოდენა არჩევანია მუსიკაში, - მილიონობით და თქვენ მაინც "მალჩიკ ხოჩიტ ტამბოვ" არა???.....
ის ანდაზა პირიქითაც მუშაობს, ისე რომ იცოდეთ და შვილიშვილის ნაჭამმა ქლიავმაც შეიძლება ატრიალოს საფლავში ბაბუა, ჰოდა ესენი სანამ ასე იქცევიან ის ბაბუაც არ მეცოდება! ასე რომ ხმა არ ამოიღოთ, არ გაბედოთ!
ნებისმიერი სახის რუსული მუსიკა, ლექსი, სიმღერა რაზეც მაამებლური სახით იღრიჭებით და ხელსაც გაიქნევთ "ტანცი-შმანცისთვის", ასევე ბუმბერაზი რუსი კლასიკოსების შედევრები ფეხებზე მკიდია ახლა. გამონაკლისების ჩათვლითაც კი - ისე ვარ გაბრაზებული.
ვინაა თქვენი არქიფო ის მაინც დაასახელეთ თქვე კაი დედმამიშვილებო??? ათასი აქტივობიდან ჩახსნეს ეს გულისამრევი, აგრესორი ქვეყანა და ჩვენ რუსულ მუსიკას ვერ ჩავუწიეთ?
გრცხვენოდეთ!''