რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის დიპლიმატიური მედია შეძრწუნებულია რომის პაპის ახალი განცხადებით, სადაც მან თქვა, რომ დარია დუგინა ,,ომის უდანაშაულო მსხვერპლია''.
ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაისოთან კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს დაადასტურა.
24 აგვისტოს რომის პაპი რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირე ალექსეი დუგინის ქალიშვილის მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა: „მე ვფიქრობ საწყალ ქალზე, რომელიც ააფეთქეს ბომბით, რომელიც მისი მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული, მოსკოვში. ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან”.