როგორ მოვითხოვოთ თავშესაფარი ირლანდიაში? | ლელა შურუპოვა

როგორ მოვითხოვოთ თავშესაფარი ირლანდიაში?
თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით Merani TV-ს რუბრიკაში ,,მიგ.რაცია“, რომელიც საემიგრაციო საკითხებს აშუქებს კანონთან მიმართებაში ემიგრანტმა ლელა შურუპოვამ ისაუბრა.
როგორ მოვითხოვოთ საერთაშორისო დაცვა ირლანდიაში?
,,შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო დაცვას ირლანდიაში, თუ თქვენ იმყოფებით ირლანდიის ტერიტორიაზე, რათა თავი დააღწიოთ დევნას საკუთარ ქვეყანაში, არ შეგიძლიათ დაბრუნდეთ სამშობლოში, რადგან საფუძვლიანი შიში გაქვთ თქვენი უსაფრთხოების შესახებ.
ადამიანები საერთაშორისო დაცვას მიმართავენ ირლანდიაში შესვლისას, იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო გზით.
გარდა ამისა, არსებობს ლტოლვილის პროგრამა, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ირლანდიის მთავრობამ გადაწყვიტა დაუშვას ლტოლვილთა ირლანდიაში ცხოვრება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის მოთხოვნის შემდეგ, სწორედ ამის მაგალითი გახლავთ, უკრაინელი მოსახლეობა.
თქვენ შეგიძლიათ ირლანდიაში მოითხოვოთ თავშესაფარი 2 განსხვავებული მიზეზის გამო:
- თუ თქვენ გაქვთ საფუძვლიანი შიში და იდევნებით საკუთარი ქვეყნიდან რასის, რელიგიის, ეროვნების, კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენი ქვეყნის დაცვა - სწორედ ესაა ლტოლვილის სტატუსი;
- არ შეგიძლიათ დაბრუნდეთ სამშობლოში, რადგან სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე იმყოფებით, მაგრამ არ ხართ ლტოლვილის კვალიფიკაცია - ამას ეწოდება დამხმარე დაცვის სტატუსი.
თქვენ ეძებთ საერთაშორისო დაცვას, შესაბამისად, თქვენი განაცხადი უნდა შეფასდეს და უნდა მოგეცეთ უფლება, დარჩეთ ირლანდიაში იქამდე, ვიდრე საერთაშორისო დაცვის სამსახური IPO შეაფასებს თქვენს განცხადებას. თუ თქვენთან ერთად არიან ასევე თქვენი შვილებიც, ისინი თქვენს განაცხადში შედიან.
როგორ უნდა მიმართოთ საერთაშორისო დაცვას?
- აუცილებლად უნდა უთხრათ ხელისუფლებას, რომ გსურთ, მიმართოთ;
- უნდა გაიაროთ წინასწარი გასაუბრება;
- უნდა შეავსოთ კითხვარი;
- გააკეთოთ პირადი ინტერვიუ, ასევეა მეორე ინტერვიუც;
- აუცილებელია მიიღოთ რეკომენდაცია IPO-სგან.
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ იურიდიული დახმარება და კონსულტაციები.
ინტერვიუ
ინტერვიუ ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მოუყვეთ IPO-ს და ახსნათ მიზეზი თქვენი სამშობლოს დატოვების საფუძვლიანი შიშის შესახებ.
2022 წლის 8 ნოემბრიდან საერთაშორისო დაცვის ოფისში დაინერგა ახალი პროცედურები ირლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადის დასაჩქარებლად. ამ ახალი პროცედურების დანერგვა 2022 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო დაცვის სისტემისათვის ხელმისაწვდომი რესურსების მნიშვნელოვნად გაზრდის ვალდებულების პარალელურად ხდება. ამ ახალი რეგულაციების მთავარი მიზანია, წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნიდან საერთაშორის დაცვის განმცხადებლისათვის დაჩქარებული პროცესის გამყარება.
2022 წლის 8 ნოემბრიდან საერთაშორისო დაცვის შესახებ ნებისმიერი განმცხადებელი გაივლის წინასწარ გასაუბრებას.
ინტერვიუ ითვალისწინებს:
- თქვენი ვინაობა, წარმოშობის ქვეყანა, ირლანდიაში მოხვედრის მიზეზი და ის, რის გამოც ვერ ბრუნდებით თქვენს წარმოშობის ქვეყანაში;
IPO იღებს თქვენს ფოტოს და თითის ანაბეჭდებს. შემდეგ, მოპოვებულ ინფორმაციას EURODAC-ს უზიარებს , რომელიც გახლავთ კომპიუტერული მონაცემთა ბაზა, რომელიც ადარებს თითის ანაბეჭდებს. თუ თქვენ უკვე მოითხოვეთ თავშესაფარი ევროკავშირის სხვა ქვეყანაში, IPO-მ შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დაბრუნება ამ ქვეყანაში. თუ თქვენი განაცხადი არ მიიღება (დაუშვებელია) და IPO ამას გადაწყვეტს, თქვენ წერილობით მიიღებთ ახსნა-განმარტებას.
თქვენ შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება წერილობით გაასაჩივროთ დუბლინის საერთაშორისო დაცვის სააპელაციო ტრიბუნალში (IPAT). ამის გაკეთება უარის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეგიძლიათ. 10 დღიანი ლიმიტის გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ დაგვიანების დასაბუთებული მიზეზი არსებობს.
- შეავსეთ კითხვარი;
თუ IPO მიიღებს თქვენს განაცხადს, შეგიძლიათ დარჩეთ ირლანდიაში, სანამ ის განიხილება. დაცვის საერთაშორისო განსახლების სამსახური (IPAS) შემოგთავაზებთ სადმე საცხოვრებელ ადგილს. ამას პირდაპირი უზრუნველყოფა ჰქვია.
ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ არ გაქვთ მუშაობის ან საკუთარი ბიზნესის ქონის უფლება. იმ შემთხვევაში თუ IPO-მ არ მიიღო გადაწყვეტილება თქვენს განაცხადზე 5 თვის განმავლობაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ მუშაობის ნებართვა. IPO მოგცემთ განაცხადის საერთაშორისო დაცვის კითხვარს, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე.
თუ არ იცით, როგორ შეავსოთ ის, უნდა მიიღოთ იურიდიული რჩევა, ასევე უნდა გამოაგზავნოთ დოკუმენტები და მტკიცებულებები თქვენი განაცხადის დასადასტურებლად. თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ ყველაფერი, რაც ფიქრობთ, რომ მხარს დაუჭერს თქვენს განაცხადს. თუ არ ხართ დარწმუნებული რა გაგზავნოთ, უნდა მიიღოთ იურიდიული რჩევა. თქვენ ასევე მიიღებთ დროებითი რეგისტრაციის სერთიფიკატს (TRC). ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ შეიტანეთ განაცხადი ირლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნით.
- მიიღეთ მონაწილეობა პირად ინტერვიუში;
პირადი ინტერვიუ, რომელსაც ასევე უწოდებენ მეორე ინტერვიუს ან არსებით ინტერვიუს, არის თქვენი თავშესაფრის განაცხადის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თქვენ გამოკითხავთ საქმის მუშაკს, რომელიც მუშაობს IPO-ში. გასაუბრებამდე ასევე უნდა მიიღოთ იურიდიული რჩევა''. - ლელა შურუპოვა.