აფხაზეთიდან დევნილი ეკა გვაზავა იხსენებს!
გაგრის ოკუპაციის დღეებში წამებით მოკლეს ქართველი ქალი, რომლის ვინაობაც კი არ არის ცნობილი. დაანაკუწეს, დანაწევრებული სხეული ნაგვის პარკში ჩაყარეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს..
პარკში ბრაზით და ბოღმით სავსე წერილი იდო ..:
,, როგორც ამ გოგონას სხეულს ვეღარ შეაერთებთ,ისე ვეღარ გააერთიანებთ აფხაზეთს და საქართველოს " !!
30 წელი გავიდა და არ მავიწდება ...ან როგორ უნდა დამავიწყდეს----
ანა მარიამიძე, რომელიც 19 წლის,
13 მებრძოლმა მამის თვალწინ გააუპატიურა, ნაჯიჯგნი გოგონა ხეზე მიაბეს და დაწვეს...
ცისია ბარამიძე, 30 წლის..
მოხუცი მშობლების თვალწინ ჯგუფურად გააუპატიურეს და დახვრიტეს ...
ლუბა ლილუა ,66 წლის ,
დანით აკუწეს და მშიერ ძაღლებს მიუგდეს...
ანგელინა ხვადაგიანი,
სასტიკად აწამეს და ჯერ კიდევ ცოცხალს თავი მოჰკვეთეს...
მზია ბენდიაშვილი, 37 წლის ,
ძმის თვალწინ გააუპატიურეს , თმით ათრიეს, წამებით მოკლეს და დახვრიტეს ...
თინათინ გაჩეჩილაძე, 54 წლის,
ჯერ გააუპატიურეს, მერე ჯერ კიდევ ცოცხალს მკერდი მოკვეთეს, დააჭრეს ხელები ,ბოლოს ფეხები და სისხლისგან დაიცალა საცოდავი ქალი..
მარიამ სულაკაძე,
საწოლზე მიაბეს, აკრული თმა ჩამოუშალეს, ცეცხლი წაუკიდეს და ცოცხლად დაწვეს...
ნათელა ფარცვანია,
მავთულხლართებით გადაკოჭეს , ხელფეხშეკრულ ქმარს გადააბეს ,დანით დასერეს და სისხლისგან თითქმის დაცლილებს ცოცხლად წაუკიდეს ცეცხლი ..
ელენე ჭანტურია 64 წლის იყო,
ქმრის თვალწინ გააშიშვლეს. ოკუპანტმა სადისტებმა დიდხანს იცინეს ,მასხრად აიგდეს შერცხვენილი ქალი , გააუპატიურეს და წინასწარ ამოთხრილ საფლავში ცოცხლად ჩააგდეს...მიწა დააყარეს და ხელფეხშეკრულ ქმარს აყურებინეს როგორ კვდებოდა ნელნელა , ტანჯვით ...სანამ მიყრილი მიწიდან არ შეწყდა განწირული ღმუილი ...( წარმოიდგინეთ ხო ? სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ ეს სცენა) ..
ნანა მჭედლიძე, 52 წლის,
ის მედდა იყო.. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ( 1993წ.18 აპრილს) ერთმორწმუნე ოკუპანტებმა ჯგუფურად გააუპატიურეს და საკუთარ დასთან ერთად ცოცხლად დაწვეს...
ევგენია ჯონჯუამ გაქცევა დააპირა ..შიშისგან გაოგნებულ ქალს ტანკით აედევნენ და ბალახივით გასრისეს...
უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა მაშინ...
დახვრეტის წინ ადამიანებს აჭრიდნენ კიდურებს, სასქესო ორგანოებს, თხრიდნენ თვალებს, აძრობდნენ კბილებს და ფრჩხილებს..ქალის მკერდს ერჩოდნენ განსაკუთრებით ავადმყოფი მანიაკები ..ველური ცხოველებივით ჯერ ჯიჯგნიდნენ და მერე ჭრიდნენ ..მამაკაცების თვალწინ აუპატიურებდნენ დედებს ,შვილებს,დებს ,ცოლებს, შეყვარებულებს ...
ემზარ ჩაჩბა აფხაზი იყო ,სოფელ ბზიფიდან .
ქართველი გოგონა უყვარდა - მარიამ ჩოფლანი..გოგონა მის თვალწინ გააუპატიურეს და აწამეს ..
ბიჭმა ჩუმად მოინდომა შეყვარებულის დამარხვა და ისიც გოგონას მიაყოლეს...
გადამწვარი სახლების, წიწვებდანაცრული ნაძვების და დანახშირებული ადამიანების მძაფრი სუნი დიდხანს ტრიალებდა ჰაერში და ახლაც ტრიალებს ჩემს გონებაში...
ეს ომის სუნია ... გონების შორეულ კუნჭულში შევჩურთე წლების წინ ,მაგრამ არ დამვიწყებია ...
2008 წლის აგვისტოს ომმა ისევ გამახსენა ..
ახლა უკრაინის ომში დამწვარი და გაუპატიურებული ბავშვები და ქალები მიდგანან თვალწინ...
ეს ბოროტება სახელად ,, რუსეთი" არასოდეს დასრულდება თუ ჯერ ჩვენ არ დავასრულეთ საკუთარ თავში ..ყველაფერს დავარქვათ სახელი ..რუსეთი მტერია და ის არასდროს გახდება ჩვენი მოყვარე ...იმდენი სისასტიკე ჩაიდინა ჩვენს მიწაზე და როგორ შეგვიძლია ლოიალურები ვიყოთ ? კიდევ რა უნდა მოხდეს ,რომ ენა არ ვუჩლიქოთ ..
არაფერი შეცვლილა ..30 წლის შემდეგ უფრო გასადისტებული და გაბოროტებულია ,უფრო სასტიკია, უფრო ხეპრეა ,უფრო უვიცია ,კიდევ უფრო მეტად წყურია სისხლი ...
აბა ომი მინდა ?
არა ,ხალხნო..რა ომი ..ჩემზე მეტად არავის ეშინია ომის ..ერთხელ გადავრჩი ...ახლა იმ გაუპატიურებული და ნაწამები ქალების ისტორიებზე ვტირი ,ჩემი ტოლები რომ უნდა ყოფილიყვნენ და არ გაუმართლათ ...ამიტომ ვერასდროს მოვეკიდები გაგებით ვერაფერს რუსულს ... ზუსტად იმიტომ რომ არ მინდა ომი ,არ მინდა რუსეთი !!! არ მინდა რუსული კანონი !!!
არაფერი არ მინდა ,რაც მათ ჩემს ქვეყანაში ცხოვრებას შეუმსუბუქებს ,განსხვავებული აზრის მქონე ქართველებს კი სიცოცხლეს გაუმწარებს...
ომი არ მინდა !!!
მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ რამდენიმე წელიწადში ჩვენს ქვეყანაშიც ჩაატარებს პუტინი ე.წ. სპეცოპერაციას ...ომი არც მაშინ არ დაერქმევა ,უბრალოდ რუსების ანუ საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად მიგვიბომბავს ტერიტორიებს ...გაგვიუპატიურებს ქალებს ,დახვრიტავს ყველას და ყველაფერს, გაგვაჩანაგებს ,გაგვაპარტახებს,სულში ჩაგვიფურთხებს ,ასე საამაყო ქართველობას თვალსა და ხელს შუა გაგვიბახებს და ძლივს აქამდე ,,მოთრეული" სამშობლო აღარ გვექნება...!!!