მსოფლიო მასშტაბის ქართველი ჩემპიონები

მსოფლიო მასშტაბის ქართველი ჩემპიონები

ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეორე მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. 

წარმატებისთვის ასპარეზობენ ლაშა ბექაური და ხვიჩა კვარაცხელიაც. 

ავსტრიულ ობერვარტში მიმდინარე ძიუდოისტთა "ღია თასზე" ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველად იჭიდავა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა  ქართველმა ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და მისი პირველი მეტოქე მონტენეგროს წარმომადგენელი ნოვი რაიკევიჩი იყო.

ლაშამ მონტენეგროელი მეტოქეს ვაზარი აართვა, იქვე შებოჭა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უნგრელი როლანდ გოზი იყო. ლაშა უნგრელთანაც ფლობდა უპირატესობას, ბრწინვალე იპონით დაამარცხა მეტოქე და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ავსტრიის სახელთ მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილიც ერთ წუთში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი მორიგი გოლი გაიტანა ,,ლაციოს'' კარში.  სერია „A“-ს მეხუთე ტურში, კვარაცხელიამ გოლი გადამწყვეტ მომენტში, 61-ე წუთზე გაიტანა – „ნაპოლიმ“ რომაელები 2:1 დაამარცხა.