"მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად" | ანნა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა თბილისში იმყოფება. ის საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
,,მოხარული ვარ თბილისში ყოფნით რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსა და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. საქართველოს ყოველ ვიზიტს ვიწყებ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის პატივის მიგებით, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა რუსული საფრთხეები'' - წერს ფოტიგა.