მიუდექით, მოეფერეთ, გაუგეთ, ეცადეთ იგრძნოთ მათი მაჯისცემა! - დედა სიდონია

მიუდექით, მოეფერეთ, გაუგეთ, ეცადეთ იგრძნოთ მათი მაჯისცემა! - დედა სიდონია
დედა სიდონია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
,,უპირისპირდებით თაობას, რომელიც გინდათ არ გინდათ - ქვეყნის მომავალია?
თქვენს შექმნილ გარემოში არ გაიზარდნენ? რომელშიც განვითარებული ადამიანისთვის ჟანგბადს აღარ ტოვებთ!
ვის დისკრედიტაციას ცდილობთ, მომავლის?
როდემდე იქნებით შრომისუნარიანი? მაინც მათ ხელში გადავა ყველაფერი! 
თქვენ მათ წარსულიდან ესაუბრებით, რომელიც ნელ - ნელა ჩამოიშლება!
ხომ არ გავიწყდებათ მათი ასაკი, ვის ეჯიბრებით, რას ეჯიბრებით! რას ამჩატდით!
მიუდექით, მოეფერეთ, გაუგეთ, ეცადეთ იგრძნოთ მათი მაჯისცემა!
რატომ გინდათ დააშინოთ და ეჭიდაოთ, მათი ბრალი არაა საბედნიეროდ - თქვენი რომ არ ესმით!'', - დედა სიდონია.