,,მთხოვდნენ ამ კონტრაქტზე ხელი მომეწერა ან საქართველოში დავბრუნებულიყავი'',-კვარაცხელია სიომინზე

,,ერთ-ერთი მეოცნებე ბიჭი, რომელმაც ოცნება ბავშვობიდან დაიწყო და ამ ოცნებისკენ მიისწრაფვის“- ეს ახალგაზრდა ვარსკლავის, ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვებია, რომელმაც მთელი იტალია საკუთარსა და საქართველოს წარმატებაზე აალაპრაკა.
როგორც აღნიშნა, საკუთარ თავზე ბევრი საუბარი არ უყვარს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ შრომისმოყვარე ადამიანია, რომელიც, უპირველესად, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის იბრძვის.
ფეხბურთის თამაში ძალიან პატარამ დაიწყო და ადრეული ასაკიდანვე იცოდა, რომ ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო. მეოცნებე ბიჭმა საკუთარი სურვილები უკვე აისრულა, თუმცა მის სამომავლო გეგმად ჩემპიონთა ლიგის მოგება რჩება.
როგორც ამბობენ, იური სიომინმა ტირლი ვერ შეიკავა, როდესაც მეოცნე ბიჭუნამ ავსტრიის შეკრება დატოვა. ხვიჩა მომხდარს ასე იხსენებს:
,,ძალიან უხერხული მომენტი იყო და ალბათ, ყველაზე დიდი წყენა აქედან მივიღე. ვარჯიშის გარდა არაფერზე ვფიქრობდი, რადგან ვიცოდი, რომ ლოკომოტივში უნდა მეთამაშა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. მამუკამ, ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ სიტუაცია შეიცვალა. მე დიდად ყურადღება არ მივაქციე, ჩავთვალე, რომ სერიოზული არაფერი იყო, თუმცა ისინი ითხოვდნენ, რომ ისეთი კონტრაქტი გაგვეფორმებინა, რომლის პირობებიც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მიუღებელი იყო. იმ შემთხვევაში, თუ კონკრაქტს არ დავთანხმდებოდი, მთხოვეს დამეტოვებინა სასტუმრო და საქართველოში დავბრუნებულიყავი. მე წამოსვლა გადავწყვიტე. ვიცი, რომ ეს სიომინის გადაწყვეტილება არ იყო, რადგან ისეთ დროს მენდო და მხარი დამიჭირა, როცა არ ველოდებოდი“...
ამბობს, რომ ყველაფერს საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს და ყველა თამაშს მას უძღვნის.