მზის ჩასვლა მზეთა ამოუსვლელად.

* * *
რა გაზაფხული... რა გაზაფხული...
ვიღაც რჯულძაღლი ზედ გვამზე ლოთობს,
მდინარე არა... გზად სისხლი შხუის,
დენთის სუნი აქვს ყვავილს და ფოთოლს...
კალენდარს ხელში აჭრის ავბედი
და თარიღები თრთიან უცვლელად...
ჩაიფურცლება იქვე რამდენი
მზის ჩასვლა მზეთა ამოუსვლელად.
ია ხასაია