მაშინ მე გეტყვი, რომ არაქართულ კაცურია თქვენი საქციელი

მაშინ მე გეტყვი, რომ არაქართულ კაცურია თქვენი საქციელი
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია
სოციალურ სივრცეში აგორებულ ამბავს, ქორწილში მესურათეების უყურადღებოდ დატოვების თაობაზე,  Merani TV-ის დამაარსებელი და პრეზიდენტი, ქალბატონი მელი თურმანიძე გამოეხმაურა.
უცვლელად გთავაზობთ მის წერილს. 
„გასულ თვეში, Merani TV-ის გადამღებმა ჯგუფმა, მილანში პირველი ქართული ტრადიციული ქორწილი გადაიღო, უფასოდ!
სიტყვა “უფასოდ” ხაზგასმით დავწერე და რატომ აგიხსნით.
ოჯახმა, რომელსაც ეყო ფხა ქართული ტრადიციული ქორწილი გადაეხადა მილანში, იმის შენთანხმების მერე, რომ მომსახურება უფასო იქნებოდა გადამღები ჯგუფი(4 ადამიანი) ნეფე-პატარძლის სუფრასთან ახლოს, საპატიო სივრცეში დასვა და გაუმასპინძლდა! 
იგივე მოხდებოდა სხვა შემთხვევაშიც, რადგან მშიერს არსად  არავინ არავის არ ტოვებს ასეთ დროს, თუ რაღაც გაუგებრობა არ მოხდა!
რატომ ვწერ ამ სტატუსს?
სოც. სივრცე არია ფოტოგრაფის სტატუსმა, რომელიც მშიერი დატოვეს.
სანამ ამ ბიჭის სტატუსს წავიკითხავდი, მეც ასე ვთქვი, ფიტოგრაფი ქორწილიდან ვერ გავა იმისათვის, რომ ისადილოს ან ივახშმოს თქო, მაგრამ ამ ბიჭის სტატუსმა გამაღიზიანა, იმიტომ რომ იქ არაა გადმოცემული ქართული, ტრადიციული სტუმართმოყვარეობის უგულვებელყოფაზე წუხილი, პირიქით ევროპულ სტანდარტს უწუნებს მექორწილეებს და სწორედ აქ არის კონტრასტი.
არის შეკითხვები:
-მესურათე დაიქირავეს, თუ ქართულად, „ძმურში“ გადაიღო სურათები? ან იქნებ ფასი დაუკლო ისე, რომ დამქირავებელს უნდა დასცვენოდა ულვაში უყურადღებოდ დატოვების გამო?
-თუ დაიქირავეს რა შედიოდა მომსახურებაში?
თუ „ძმურში“ გადაიღე სურათები და მშიერი დაგტოვეს, ფუი მაგათ კაცობას!
თუ დაგიქირავეს როგორც მესურათე და გადაგიხადეს, ეს იმას ნიშნავს რომ უნდა არსებობდეს ხელშეკრულება, რომელიც უნდა იყოს დაყოფილი მუხლებად, დაახლოებით ასე:
ფიტოგრაფის ვალდებულება: იყოს მთელი დღის განმავლობაში წვეულებაზე, გადაიღოს ყოველი მნიშვნელოვანი მომენტი, დაამონტაჟოს მასალა და კონკრეტული დროში მიაწოდოს დამქირავებელს.
დამქირავებლის ვალდებულება: უზრუნველყოს პერსონალი(ფიტოგრაფი) სადილით და ვახშამით და გადაიხადოს მომსახურების საზღაური xxxxxx ლარი.
არსებობს რაიმე მსგავსი?!
თუ -კი,  წადი და უჩივლე ხელშეკრულების და თქვენი უფლებების დარღვევის გამო!
ბევრად მეტს აიღებ, ვიდრე ამ მომსახურებაში გადაგიხადეს!
თუ მსგავსი რამ არ არსებობს და ასე უბრალოდ , ქართული სტუმართმოყვარეობის ხარჯზე დაგეგმე დღის გაყვანა, ახლა კი მშიერი და გამწარებული ილანძღები, მაშინ მე გეტყვი, რომ არაქართულ კაცურია თქვენი საქციელი!
თუ ევროპულობას უწუნებ დამქირავებელს, მაშინ ჯერ თავად დაიცავი ევროსტანდარტი!
პ.ს. არ ვიცი ვინ არიან მექორწილეები, არც ის ვიცი ვინაა ფოტოგრაფი, მხოლოდ ის ვიცი სხვას რომ ასწავლო, ჯერ თავად უნდა იცოდე!
და საერთოდაც, სინამდვილეში რას ემსახურებიდა ეს სკანდალური სტატუსი?
რეკლამა გაიკეთეთ უფასოდ, თუ არის რაღაც სხვა?“

მელი თურმანიძე