მარტივი მეთოდი, რომელიც მეტაბოლიზმის აჩქარებაში დაგეხმარებათ

დალიეთ ცივი წყალი
ცივი წყლის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია მეტი კალორია დაიწვას, რადგან ორგანიზმმა სხეულის ტემპერატურამდე მის გასათბობად დამატებითი ენერგია უნდა გაიღოს. წყლის სმა აჩქარებს მეტაბოლიზმს. კვლევების მიხედვიღ, 0,5 ლიტრი წყლის დალევა ერთი საათის განმავლობაში მეტაბოლიზმს 10-30%-ით აჩქარებს.
ყავა
ყავაში არსებული კოფეინი მეტაბოლიზმს 3-11%-ით აჩქარებს. იგი, მწვანე ჩაის მსგავსად, ცხიმის წვას უწყობს ხელს.
სრულფასოვანი ძილი
ძილის ნაკლებობა რომ ჭარბწონიანობის რისკს ზრდის, ამაზე არაერთი კვალიფიციური ადამიანისგან მოგვისმენია. ნაწილობრივ, ეს მეტაბოლიზმზე უძილობისგან გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შედეგი იყოს.
მიიღეთ საკმარისი რაოდენობის ცილა
ცილოვანი პროდუქტი მეტაბოლიზმს დაახლოებით 15-30%-ით აჩქარებს და მონელების პროცესს უწყობს ხელს.