,,კომედი შოუს'' მსახიობები მილანსა და ბარის ეწვევიან

ქართველი ემიგრანტი მხატვარი ია ფარნაოზი საკუთარ Facebook-ზე ,,კომედი შოუს'' ჩამოსვლას გვიანონსებს:
,,19 მაისს, საღამოს 19:00 საათზე მილანში შესაძლებელი იქნება ჩვენი მონატრებული ,,კომედი შოუს'' მსახიობებთან შეხვედრა.
პროგრამა გაჯერებულია დახვეწილი იუმორით, მხიარული სკეჩებით და მდიდარი მუსიკალური ნომრებით.
გეპატიჟებით ყველას, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა გაატაროთ დადებითი ემოციებით სავსე საღამო ჩვენს ნიჭიერ მსახიობებთან ერთად.
გამონახეთ დრო,რათა სიხარულის და ბედნიერების განცდით აავსოთ თქვენი გულები.
მობრძანდით მისამართზე: Via Modica 8, Milano (zona santa Rita)
რესტორან “IL DIAMANTE”-ის სცენაზე, დახვეწილი დეკორაციით გაფორმებულ დიდ დარბაზში.
რესტორანი გვმასპინძლობს “აპერიტივით”
რამდენიმე დღეში დაიწყება ბილეთების გაყიდვა.
უახლოეს მომავალში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
დეტალებთან დაკავშირებით დარეკეთ
ტელეფონის ნომერზე: 331 801 1636'', - ია ფარნაოზი.