იქნებ ქართველებიც დაგვეხმარონო

ხარკოვიდან დამირეკა ახლა იქ მოღვაწე ქართველმა მხატვარმა, ხატმწერმა და ოქრომჭედელმა ტარიელ ჩეკურიშვილმა: რაშისტები განდევნილია, ხალხი ქალაქში ბრუნდება, მოძრაობას იწყებს მეტრო და სხვა საქალაქო ტრანსპორტი, ძალაუფლება ადგილობრივი, უკრაინული თვითმმართველობის ხელშიაო. ბოლოს კი ერთი თხოვნა დასძინა: რუსულმა არმიამ განადგურებული ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების და სხვა ტექნიკის სახით იმდენი ჯართი დაგვიტოვა, გაწმენდას ვერ ავუდივართ, იქნებ ქართველებიც დაგეხმარონ ამ კეთილშობილ საქმეშიო!
ძლივს არ ვეღირსე სასიამოვნო ინფორმაციას!
წერს რაულ ჩილაჩავა საკუთარ პროფილზე სოციალურ ქსელში.