,,თუ გვსურს, რომ ნამოხვანის პრობლემა მოვაგვაროთ, მისი საფუძველი უნდა მოვძებნოთ, რომელიც სისტემური ხასიათისაა და თუ არ მოგვარდება, რამდენიმე წლის შემდეგ ისევ გაცოცხლდება"- ვარლამ გოლეთიანი
Merani TV-ს პირდაპირ ეთერში რიონის ხეობის მცველების ექსკლუზიური ჩართვა შედგა.
აქციის მონაწილეებმა ეთერში სამუშაოების მოსალოდნელ განახლებასა და ჰესის მშენებლობის პრობლემებზე ისაუბრეს. პირდაპირი ეთერის მსვლელობისას, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა შეკითხვები დაესვა სტუმრებისთვის.