თემურ კილაძის ,,ოქროს საწმისის'' პრეზენტაცია მილანში
2 ოქტომბერს, მილანში ქართველი მწერლის თემურ კილაძის წიგნის ,,ოქროს საწმისის’’ იტალიურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ქართულ-იტალიური კულტურული ასოციაცია ,,მერანი’’.
ღონისძიებას უძღვებოდა პროფესორი და მუსიკოსი ანტონიო ჯარლეტა.
წიგნი განიხილა სოციალურმა მუშაკმა და მწერალმა კლაუდია ლო ბლუნდომ.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ფლორენციიდან მოწვეულმა ქართველმა ტენორმა ნიკოლოზ გორგოძემ და ანტონიო ჯარლეტამ.
პრეზენტაციას დაესწრო თარჯიმანი ნანა კაკოჩაშვილი და ნინო ბერბერაშვილი, რომლებიც მწერლის ახალი ნაწარმოების ,,ერთუჯრედიანი სიყვარულის“ თარგმანზე მუშაობენ.
საღამოს ასევე ესწრებოდა პავიის უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი სოლომონ ნერგაძე.
სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ბოკონის უნივერსიტეტის უკრაინელი პროფესორის ვიქტორია ლაპას გამოჩენაც, რომელიც საქართველოს სიყვარულმა და მადლობის გადახდის სურვილმა მოიყვანა ჩვენამდე.
წიგნის განხილვამ დიდი ინტერესი გამოიწვია იტალიელ სტუმრებშიც და არაერთმა მათგანმა საკუთარი აზრიც კი დააფიქსირა.
What's Your Reaction?






