თბილისური დღეები მილანში 15-17 ოქტომბერს გაიმართება

თბილისური დღეები მილანში 15-17 ოქტომბერს გაიმართება

15 ოქტომბერს მილანში თბილისური დღეები გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების, ხელოვანებისა და დიზაინერების ჯგუფური გამოფენა.

გამოფენის ორგანიზატორი ქართულ-იტალიური კულტურული ასოციაცია ,,მილანიუმია'', რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. 

,,გაცნობებთ, რომ ასოციაცია "მილანიუმი" 15•17 ოქტომბრის პერიოდში წარმოგიდგენთ ‘დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის’ ფარგლებში გამარჯვებულ პროექტს ~ “თბილისური დღეები მილანში”.

▫️გამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება.
პროგრამა და აქტივობები საინტერესო და მრავალფეროვანია.
• გამოფენის გახსნის დღეს 15 ოქტომბერს, ორგანიზატორების მიერ ქართველი მხატვრების, ხელოვანების წარდგენა და მათი ნამუშევრების გაცნობა მოხდება საზოგადოებისთვის;
• მოეწყობა ღვინის ქართული მარნების პროდუქციის პრეზენტაცია და დაგემოვნება;
• საღამოს, ქართველი მხატვარ~კალიგრაფის ორიგინალური მასტერკლასი დააგვირგვინებს.
▫️გამოფენის მეორე დღეს, ქართველი ენათმეცნიერის გამოსვლას მოვისმენთ ქართული ანბანის ისტორიაზე.
• გაიმართება პოეტი მხატვრის ახალი კრებულის პრეზენტაცია.
• მუსიკალური ჩართულობით საღამოს გაამრავალფეროვნებს ცოცხალი კლასიკური მუსიკა და დაასრულებს
• ქართველი მხატვრის ორიგინალური მასტერკლასი ქართული ღვინით!
ხატვის მოყვარულთათვის ნამდვილი დღესასწაული იქნება!
▫️მესამე დღეს კვლავ გაგრძელდება სტუმრების, დამთვალიერებლების მიღება, საუბრები ქართულ კულტურასა და მხატვრობაზე.
• კვლავ შედგება საინტერესო მასტერკლასი და საღამო, ქართული ღვინის, ტკბილეულის დაგემოვნებით დასრულდება.
• დაუვიწყარი დღეები გელით საინტერესო სტუმრებთან ერთად და გვეწვიეთ, დატკბით ქართული ანბანით, ხელოვნებით!
▫️ უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენა წარიმართება ქართული, ნაციონალური ჟღერადობით ~ ქართველი მუსიკოსისა და კომპოზიტორის ელექრტონული მუსიკის ფონზე.
• მოიწვიეთ იტალიელი მეგობრები, ახლობლები, რათა გაეცნონ ძველ ქართულ, გამორჩეულ კულტურას და თანამედროვე ხელოვნებას.
მოიწვიეთ როგორც მილანელები, ასევე ქალაქის სტუმრები.'' - წერს Milanium ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ქართულ-იტალიური კულტურული ასოციაცია სტუმრებს გალერეაში ,,ARCADIA ART GALLERY''-ში ელოდება.
მისამართი: Ripa di Porta Ticinese, 61 / 20143 - Milano