ერთხელ მილანში, ანუ როგორ შეხვდა MERANI TV ლეგენდარულ ,,ციკოლიას''

ერთხელ მილანში, ანუ როგორ შეხვდა MERANI TV ლეგენდარულ ,,ციკოლიას''

მიუხედავად იმისა, რომ ჩარჩოებისა და სათვალეების მწარმოებლები ბევრად უფრო ადრე ჩანდნენ მილანის ბაზრობებზე, სამოცდაათიან წლებში იტალიელ მეწარმეთა შორსმჭვრეტელმა ჯგუფმა ამ სექტორში, გადაწყვიტა შეექმნა სავაჭრო გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა სათვალეების სამყაროს და მას უწოდა MIDO.  ამ მეწარმეთა კომპანიები მალე იქცნენ მსოფლიო ლიდერებად, MIDO  კი საერთაშორისო შეხვედრის ადგილად.

 წელს, 4-დან 6 თებერვლის ჩათვლით FIERA MILANO CITY  ტერიტორიაზე MIDO-ს 51-ე გამოფენა ჩატარდა, სადაც მსოფლიოს 150 ქვეყანასთან ერთად საქართველომაც მიიღო მონაწილეობა.

მეორე პავილიონში 55 -ე სივრცეს ზვიად ციკოლიას ორიგინალური სათვალე ამშვენებდა.

წელს, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილი, სათვალეების გამოფენაზე და უდაოდ ღირსეულად წარსდგა.

 

ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, თავად ბატონ ზვიადთან გვესაუბრა, რომელიც ძალიან საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. შეკითხვაზე, თუ როგორი იყო მისი ემოცია, ღიმილით გვიპასუხა:

 

,,რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საკუთარი ნაშრომი გამოფინო მოდის დედაქალაქში, მაგრამ თავად გამოფენებში მონაწილეობა არაა იმდენად მნიშვნელოვანი ჩემთვის, რამდენადაც მნახველოების ემოცია’’.

 

საინტერესო მიგნებაა ზვიად ციკოლიას სათვალის მოდელი, რომელიც ნებისმიერი მოყვანილობის სახეს ძალიან უხდება.

დიზაინერთან საუბრისას არ გამოგვრჩენია მისი შექმნილი საათები და ხელჩანთები, მაგრამ რამაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია, ესაა სუნამო, თავისი ორიგინალურობით, როგორც ჭურჭლის, ასე სურნელის თვალსაზრისით. სუნამოს ჭურჭელი ქვევრის ფორმისაა, სურნელი კი დროში ცვალებადი, როგორც ბატონი ზვიადი გვიხსნიდა, 5 საათის განმავლობაში სუნამო  სამჯერ იცვლის სუნს, რაც არ ხდება შემთხვევითობის პრინციპით, აქ მთელი ისტორიაა ჩადებული, რაზეც ქვევრის ფორმის ჭურჭელი და სურნელების ნაზავში დაჭერილი ზედაშეს არომატია.

 

სტატია მოამზადა MERANI TV