,,დედაენის'' ბარის სავიზო პოლიტიკა | ინტერვიუ დათა ლაფაურთან

,,დედაენის'' ბარის სავიზო პოლიტიკა | ინტერვიუ დათა ლაფაურთან

Merani TV-ს პირდაპირ ეთერში რუბრიკა ,,ლურჯი წრეები’’ გავიდა, სადაც მთავარი სტუმარი ,,დედაენის ბარის’’ დამფუძნებელი გახლდათ, რომელსაც გადაცემის წამყვანი და Merani TV-ს დირექტორი მელი თურმანიძე ესაუბრა.

 

2022 წლის აგვისტოს თვიდან ბარზე კიბერშეტევა განხორციელდა, რადგან ბარის პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთის მოქალაქეებისთვის ე.წ ,,ვიზა’’ ამოქმედდა.

ანკეტაში მოსანიშნ კრიტერიუმებში კი შემდეგი პუნქტები შედიოდა:

 

  • ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსულ აგრესიას უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
  • საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
  • მე მომწონს ფრაზა ,, Руский военный корабль, иди на хуй’’;
  • დიდება უკრაინას.

 

2 აგვისტოს დედაენის ბარმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ უკმაყოფილო რუსი მომხმარებლები ბარს ნეგატიურ შეფასებას აძლევდნენ:

 

,,1-ვარსკლავიანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის ,,ადამიანი’’, რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარსი ვიზის გარესე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს’’.

 

 - როდის გაჩნდა იდეა, რომ გაგეხსნათ ბარი და მერე ამ ბარში აგემუშავებინათ ე.წ სავიზო რეჟიმი? ანუ, როგორც ვიცით, ბარში შესვლა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც შეძლებს ვიზის მოპოვებას. ხომ, ასეა?

 მე უფრო დავაზუსტებ, ბარი ჩვენ გვაქვს 2018 წლიდან. 4 წელია, რაც თბილისში დაარსდა ჩვენი დაწესებულება, რაც შეეხება სავიზო პოლიტიკას, კი, რუსეთის მოქალაქეებისთვის გვაქვს განსაკუთრებული პირობები, ასე ვთქვათ. რუსეთის მოქალაქეებს, თუკი მათ სურთ ჩვენს ბარში სტუმრობა, უნდა შეავსონ კითხვარი, დაეთანხმონ კონკრეტულ პუნქტებს და მოიპოვონ ვიზა იმისათვის, რომ გახდნენ ჩვენი სტუმრები და შემდგომში სიხარულით მობრძანდნენ.

 

,,საკმაოდ მარტივი პუნქტებია, მარტივი ჭეშმარიტება, ფაქტობრივად, ჩვენ ვაცნობთ ჩრდილოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ჩვენს პოზიციას და ამავდროულად, მოქცევის მარტივ წესებს. აქ მარტივ ჭეშმარიტებაზეა შეთანხმება, რომ პუტინი არის დიქტატორი და რომ ამ კონკრეტულ სტუმარს მისთვის ხმა არ მიუცია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და დღესდღეობით საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია მათ მიერ, რომ ჩვენს ტერიტორიეულ მთლიანობას აღიარებენ და ზოგადად არიან ისტორიის ნათელ მხარეს. ასევე ვუხსნით, რომ თუ ჩვენთან სტუმრობა მათთვის სასურველია, თუნდაც პატივი სცენ ჩვენს იდენტობას. თუ გვესაუბრებიან რუსულად, პირველ რიგში, უნდა იკითხონ, თუ ვიცით ენა, არ უნდა შემოგვთავაზონ გუგლი და არ უნდა მოგვაყენონ შეურაცხყოფა. ეს არის ძალიან მარტივი პირობები ჩვენი სავიზო რეჟიმისა.

 

- რამდენადაც მახსოვს ერთ-ერთი მუხლი ყირიმი აღიარებაც არის, რომ ყირიმი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

 კი, კი, როგორც აფხაზეთი, ოსეთი – ყირიმიც და სხვა ოკუპირებული ტერიტორეიბიცაა ნახსენები. ყირიმი უკრაინაა – ჩვენ ასე ვიცით. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება და რუსეთის მოქალაქეებსაც ზუსტად ამის აღიარებას ვთხოვთ.

 

- არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ ამდაგვარ სავიო რეჟიმს და გყავდათ თუ არა რუსეთის მოქალაქეები, რომლებაც უპრობლემოდ შეავსეს კითხვარი და მოიპოვეს ვიზა.

 ჩემთვის პირადად არაა ცნობილი, ასეთი ადამიანი თუ არსებობს. საქართველოს მოქალაქეებისგან არასდროს მოგვისმენია არანაირი ნეგატიური შეფასება ჩვენი სავიზო რეჟიმის მიმართ. მტერს რომ მტერი უნდა ერქვას და მოყვარეს მოყვარე, მგონი ძალიან მარტივია. რუსეთის მოქალაქეებისგანაც ყოფილა შემთხვევები, რომ  სრულიად უპრობლემოდ შეუვსიათ და რუსეთის ბევრ მოქალაქეს აუღია ჩვენი ვიზა და სტუმრადაც მოსულან.

 

- ყოფილა რაიმე სახის ზეწოლა მაღალი ინსტანციებიდან თქვენი მისამართით ამ კონკრეტული სავიზო რეჟიმის გამო?

 არა, ჩვენ არანაირ კანონს არ ვარღვევთ. ვიქცევით ისე, როგორც უნდა იქცეოდნენ პატრიოტები და საქართველოს მოყვარე ადამიანები და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სრულიად უწყინრად ჩაიარა ამ ყველაფერმა.  რუსებისგან მივიღეთ ძალიან მწვავე რეაქცია და კიბერშეტევა განხორციელდა ჩვენს ბარზე, რაც დიდ სტრესთან და საკმაოდ სოლიდურ შედეგებთან იყო დაკავშირებული.

 

- ჩვენ რამდენადაც გვახსოვს, აგვისტოში იყო მსგავსი ინციდენტი, თქვენთან ჟურნალისტებიც კი მოსულან რუსული არხებიდან, რომლებმაც შენიღბეს საკუთარი იდენტობა, მერე მახსოვს, რომ მუქარები მოჰყვა ამ ყველაფერს. ამბობდნენ, რომ ისინი მოგვანატრებდნენ 2008 წელს და ამ მუქარის შემდეგ, გამძაფრდა თავდასხმები თუ რა შეიცვალა აგვისტოს აქეთ?

 არა, მხოლოდ აგვისტო იყო მძიმე. როცა ჩაიარა და განელდა პირველი ეპიზოდი, მას მერე ჩვენ არასასურველი ყურადღების ქარცეცხლი აღარ გვქონია.

 

- ახლა რა ეტაპზე ხართ და როგორ ფუნქციონირებს ბარი?

 ბარი მუშაობს ყოველდღიურად, ჩვენ ჩვენს საქმეებს ისევ ვუძღვებით. რა თქმა უნდა, არა არის ეს ჩვეულებრივი დრო. ჩვენს უახლოეს და უსაყვარლეს ქვეყანაში ომია. საქართველოშიც არ არის მშვიდობა, მაშინ როცა 20% დაკავებულია და დაპყრობილია რუსების მიერ. შესაბამისად. გამოწვევები გვაქვს ყოველდღიური მაგრამ ვმუშაობთ, ხშირად ვაკეთებთ თანხების მობილიზებას უკრაინისთვის და ვცდილობთ ჩვენი პატარა ბიზნესით წვლილი შევიტანოთ თავისუფლების გამარჯვებაში და რუსეთის საბოლოოდ დამარცხებასა და განადგურებაში.

 

- როცა სავიზო რეჟიმს ქმნიდით, ელოდებოდით თუ არა, რომ ასეთ ხმაურს გამოიწვევდა და საბოლოო ჯამში გვაქვს თუ არა ის შედეგები, რაზეც იყო გათვლილი ეს ყველაფერი?

 რეალურად ეს ყველაფერი გათვლილი მარტო იმიტომ იყო, რომ ჩვენ ჩვენს თავთან ვყოფილიყავით მართალი. ამ ქვეყანაში სისხლიანი ჩექმებით ჩამოთრეულ ყოფილ რუს სამხედროს ან პუტინის სხვა მხარდამჭერს, ჩვენ არც თავს დავუხრით, არც მოვემსახურებით და ეს იყო უბრალოდ გზა იმისთვის, რომ გვეჩვენებინა პროტესტი და თავი დაგვეზღვია, რომ ასეთი ნაძირალები ჩვენს ბარში სტუმრად არ მოვიდოდნენ. ეს მიზანი მიღწეულია სრულიად. რაც შეეხება დანარჩენ ხმაურს და ყურადღებას, ეს არასდროს არც წარმოგვიდგენია და არც ყოფილა არანაირად ჩვენი გათვლების ნაწილი, შესაბამისად, რაც მოხდა, ის მოხდა და იმედი გვაქვს, რომ საერთო მიზანს დაეხმარა.

 

 

ინტერვიუ მოამზადა Merani TV