დაბადების  დღეს გილოცავ, პრეზიდენტო

დაბადების   დღეს გილოცავ, პრეზიდენტო
ზვიად გამსახურდია

დაბადების 

დღეს გილოცავ, პრეზიდენტო!

თბილისი. 1992

იწვის თბილისი...

ყორანივით დაფრინავს ჭორი...

ნადირობაა ეროვნულზე

გაქანებული.

„ძირს ჩაუშესკუ! ძირს ფაშისტი! ძირს დიქტატორი!“

აყვირებს უგნურთ,

რუსი ფარდას აფარებული.

ღრეობს სთბილისი...

ქვეყნის მწუხრი ძვალ-რბილში მატანს,

პუტჩისტთა ხროვა მოსდებია

ღობეს და ყორეს.

„აი, ეს იყო, ვინაც გვერდით ედგა ზვიადას“,

ანიშნებს ჩემზე

ჩარჩი ერთი ვაჭარს მეორეს.

ვაჭრობს თბილისი...

სხვენებიდან ამოდის ფუტი,

მიმოსისინებს „მხედრიონი“,

ვით რუხი გველი.

„ა, ეს კაცია, დამაქცევარ ზვიადას კუდი“,

უთითებს ჩემზე

დამშეულ ბრბოს, მაძღარი მკვლელი.

მღერის თბილისი...

სადღაც დედის ისმის გოდება,

ჭლექიან თოვლზე

დახვრეტილთა სისხლი კიაფობს.

აეროპორტში მოსკოვიდან მხსნელს ელოდება

კოლონიური ელიტა და... საპატრიარქო...

დაცინვის ლაფში

სამართალი იდგა მოხრილი,

თავისუფლებას

ჭინჭა-პუნჭში ცვლიდა აჯამი.

მე ბაგეებზე გაოცების მედო ბორკილი

და მივდიოდი ჩემი ხალხით სირცხვილნაჭამი.

სანდრო ბერიძე