გზა საქართველოდან-იტალიამდე | კესო ბარბაქაძე

საოცნებო გზა საქართველოდან იტალიამდე იმ ყველა ოცნებაზე ლამაზი აღმოჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ 15 წლის კესო ბარბაქაძეს ჰქონდა. საქართველოში აღმოჩენილმა ნიჭმა საკუთარი კვალი მალევე გაიგნო, მრავალი კილომეტრი გადმოლახა და რომში ქალთა კალათბურთის კლუბში იპოვა მისამართი.
კესო ახლა 19 წლისაა და ცხოვრების საუკეთესო წლებს იტალიაში ატარებს. მისი ევროპაში ცხოვრების პერიოდი საერთაშორისო კოვიდ-პანდემიას დაემთხვა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, ეს ეტაპი მნიშვნელოვანი დადებითი გამოცდილება იყო მისი ცხოვრების სპორტული კარიერისთვის. პირველ დაბრკოლებად, ახალგაზრდა სპორტსმენი, ენის ბარირეს ასახელებს. მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა თანატოლებთან კომუნიკაცია აღმოჩნდა.
ბულგარეთი, რუმინეთი, იტალია და პოლონეთი - სწორედ იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთანაც ურთიერთობა კესოსთვის ახალი და უცხო აღმოჩნდა, თუმცა გარდა კარიერული წარმატებისა, უდავოა, რომ ახალგაზრდა მიზანდასახული პიროვნების მიღმა ძლიერი ქალი დგას, რომელმაც სამშობლოსგან შორს დამოუკიდებლად გაართვა თავი ყველა დაბრკოლებას.
ბრძოლა, მიზნისაკენ სწრაფვა და პიროვნული განვითარება მისი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ახალგაზრდა ძლიერს ქალს საქართველოსთან მყარი ფესვები აკავშირებს. იტალიაში ჩამოსვლიდან მალევე შეძლო ქართული სიტყვები ესწავლებინა თანატოლებისთვის და თავისი მონდომება და ენთუზიაზმი სხვებისთვის გაეზიარებინა. მომავალს კი კვლავ საქართველოს უკავშირებს და იმედი აქვს, რომ სამშობლოში, თუ მის საზღვრებს გარეთ საკუთარი ქვეყნის სახელით შეძლებს იასპარეზოს.
- კალათბურთის თამაში დავიწყე 15 წლის ასაკში, მაგრამ ვთქვათ ასე, რომ პროფესიული კუთხით არასდროს არ მიფიქრია ამ სპორტზე, რადგან მაწუხებდა ჭარბი წონა და აქედან გამომდინარე, სკოლის პარალელურად მინდოდა რაიმე ფიზიკური აქტივობა მქონოდა, რაც დამეხმარებოდა როგორც წონის კლებაში, ისე სხეულის ტონუსში მოსაყვანად. ამის გამო, ქალაქ ზესტაფონში დავიწყე სპორტდარბაზში სიარული. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო თემურ ჯაშიაშვილი და პირველივე გაკვეთილზევე მივხვდი, რომ ძალიან საინტერტესო სპორტი იყო და მინდოდა გამეგრძელებინა და სერიოზულად შემეხედა ამ ყველაფრისთვის. დაახლოებით ერთ თვეში, იმართებოდა საქართველოს ნაკრების შესარჩევი ტური, რომელიც ევროპის ჩემპიონატამდე ტარდება.
ჩემი მწვრთნელი დაუკავშირდა ეროვნული ნაკრების წარმომადგენელს ნინო ყიფშიძესა და ზვიად დიდბარიძეს. მოვხვდი შესარჩევზე, რომელიც ორი კვირა გაგრძელდა. ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან არ ვიყავი მზად ასეთი დატვირთული სპორტული აქტივობისთვის. 2 კვირის ვადა მქონდა მოსამზადებელი, წონაშიც დავიკელი და გარკვეული ასპექტებიც ვისწავლე კალათბურთში.
ამის შემდეგ მოვხვდი საქართველოს ნაკრებში, მოვხვდი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც უდიდესი ემოცია და შიში იყო, თუმცა ამასთანავე იყო ენთუზიაზმიც, რადგან მქონდა შანსი, რადგან საქართველოს ნაკრების მაისურით შემეძლო წარმედგინა ჩემი ქვეყნა საზღვრებს გარეთ. არც ისე დიდი წარმატებით ჩაიარა ამ ყველაფერმა, რადგან მხოლოდ 6 თვე მქონდა ფორმაში მოსამზადებლად. ამ ყველაფერს უკან არ დავუხევივარ, რადგან მიზნად დავისახე, რომ თუკი მეორედ მოვხვდებოდი ევროპის ჩემპიონატზე 16 წლამდელებში, მინდოდა უკვე რადიკალურად სხვანაირი კესო ბარბაქაძე გაეცნოთ როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნებსაც.
საქართველოს ნაკრები გავედით მეორე ადგილზე გავედით 16 წლამდელებში. სწორედ ამიტომ, FIBA-მ ჩემზე დაწერა სტატია და ქედან დაინტერესდა კლუბი ,,STELLAZZURRA'', რომელიც დაუკავშირდა ერთ-ერთ ქართველ მოთამაშეს ლევან ბაბილოძეს, რომელიც ადრე იტალიაში თამაშობდა. მთავაზობდნენ 4 წლიან კონტრაქტს. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი ემოცია და სიხარული იყო და დავთანხმდი. მოვაწერე კონტაქტს ხელი და მეოთხე წელია აქ ვასპარეზობ.
,,19 წლის კალათბურთელმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელიც იტალიაში ცხოვრების პირველმა პერიოდმა მოიტანა. ენის ბარიერი, კონკურენცია, ფიზიკური დატვირთვა - მიუხედავად, ამ ფაქტორებისა, მან შეძლო გადაწყვიტა, თავად გაერღვია ბარიერები და ცხოვრების ამ გამოწვევისთვისაც წარმატებით გაერთვა თავი''.
მივხვდი, რომ არ იყო მოწყენისა და დარდის დრო ამის გამო. გავიაზრე, რომ ბევრი ბავშვი და გოგონა ინატრებდა ჩემს ადგილას ყოფნას. ზოგს ამის შანსი ეძლევა, ზოგს არა.
მელი თურმანიძემ კესოს ასეთი კითხვაც დაუსვა:
- რა შეიძლება აღმოჩნდეს მიზეზი, რა არის ის კავშირი, რომელიც დაგაბრუნებს საქართველოში და შენს ყველა წარმატებას დაგაკავშირებინებთ მასთან?
- საქართველო ჩემთვის პირველია და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი და ვითამაშებდი საქართველოში. თუ საქართველოში ქალთა კალათბურთის დონე აიწევს, უყოყმანოდ დავბრუნდები და გავაგრძელებ იქ თამაშს. რატომ უნდა ვიასპარეზო სხვისი კლუბისა და ქვეყნის სახელით, როცა შემიძლია ვიასპარეზო საქართველოში საქართველოს სახელით.
გადაცემა სრულად:
https://www.facebook.com/meranitveu/videos/469568901925381