განათლების პლატფორმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქართული საძიებო სისტემაა, რომელთანაც წვდომა ნებისმიერ მომხმარებელს აქვს.
იპოვე მარტივად - სწორედ ეს გახლავთ სისტემის შექმნის მთავარი მოტივი და ძიების ძირითადი პრინციპი.
სისტემაში უკეთ გასარკვევად, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საიტზევე მოითხოვოს დახმარება და გაეცნოს საძიებო სისტემის ინსტრუქციას სივრცეში ორიენტირებისთვის.
სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ პლატფორმას საქართველოს შემდეგ ყველაზე ხშირად გერმანიიდან და აშშ-დან სტუმრობენ, ასევე გავარკვიეთ, რომ სიაში იტალია მეხუთე ადგილზეა. კონკრეტულად რა განაპირობებს ამგვარ მაჩვენებელს, ან რის მიხედვით მოქმედებენ მომხმარებლები, უცნობია. მთავარი კი ის არის, რომ პლატფორმა ყველაზე აქტუალური საძიებო სისტემაა, რომელიც სახლიდან გაუსვლელად გაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ჯაჭვური პრინციპით.
ამ მიზეზით, რუბრიკა ,,ლურჯი წრეების'' სტუმარი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გიორგი კილაძე გახლდათ.
ვრცელი გადაცემა იხილეთ აქ: