,,გაიწვიეს'' თუ არა კანონი, რა მოხდა სინამდვილეში?

,,გაიწვიეს'' თუ არა კანონი, რა მოხდა სინამდვილეში?

საქართველოში არსებული პოლიტიკური ქაოსის ფონზე, განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ ,,აგენტების'' შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ უკან გაიწვია.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი'', - წერია განცხადებაში. 

ადვოკატი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში კი შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს:

,,მეგობრებო, არ არსებობს ამგვარი ტერმინი კანონპროექტის "გაწვევა".
ცდილობენ დრო მოიგონ და როგორც თვითონ საკუთარ განცხადებაში წერენ ხალხს აუხსნან ამ კანოპროექტის მიზანი რა იყო.
არ შერცხვებათ და როგორც პროპორციულზე გადააგდეს ქვეყანა, მოუბრუნდნენ ამ კანონპროექტს''.