ახალგაზრდები ევროპული საქართველოსთვის, სტუდენტებმა მილანში აქცია გამართეს

Mar 13, 2023 - 22:51
Mar 14, 2023 - 01:14
 0
ახალგაზრდები ევროპული საქართველოსთვის, სტუდენტებმა მილანში აქცია გამართეს

ახალგაზრდები ევროპული საქართველოსთვის, ეს სწორედ ის ლოზუნგია, რომელმაც დღეს მილანის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტები გააერთიანა და დუომოს მოედანზე შეკრიბა, რათა კიდევ ერთხელ მიეწვდინათ ხმა ევროპისთვის და ეთქვათ, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთის გუბერნია, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა…

 

 ბრძოლის პროცესი უწყვეტია...1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

თუმცა, მანამდე იყო 1918 წლის 26 მაისი, რომლის თანახმადაც ,, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა’’

 

2023 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველივე მოსმენით მიიღო კანონი ე.წ ,,უცხოური აგენტების’’ შესახებ, რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. ახალგაზრდების თაობამ, რომელთა აღქმაშიც თავისუფლება ყველაზე დიდი კანონია, რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის კიდევ ერთი მცდელობა გააპროტესტა, რამაც მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

ქართველი აქტივისტები, როგორც მთელი საქართველოს, ასე მსოფლიოს მასშტაბით, ცდილობდნენ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ იმის შესახებ, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არაფერმა უნდა დაარღვიოს მისი სუვერენული უფლება.

სწორედ ეს იდეა აერთიანებდათ მილანში, დუომოს მოედანზე შეკრებილ სტუდენტებს, რომლებიც უკრაინულ საზოგადოებას შეუერთდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. სწორედ იმ უკრაინელი ხალხის გვერდით აღმოჩნდნენ, რომლებიც უკვე 382-ე დღეა ომის შეწყვეტას ითხოვენ.

 

,,დღეს, 11 მარტს ჩვენ შევიკრიბეთ დუომოს მოედანზე, იმისათვის, რომ გავაგონოთ იტალიიდან შეძლებისდაგვარად, ჩვენს ქართველ მეგობრებს ჩვენი მხარდაჭერა და ვთქვათ, რომ არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი საქართველოს ევროინტეგრაციას, რადგან საქართველო ეკუთვნის იმ ევროპულ ოჯახს, რომლისკენაც მიილტვის და მიილტვის სწორად უკრაინელ მეგობრებთან ერთად. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის წევრები. მთავარი მისია, იდეა და სახელი ისაა, რომ ეს მანიფესტაცია არის საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და მთავარია, ჩვენ მივაქციოთ ყურადღება და შევასრულოთ ის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ გადმოგვცა გასულ ზაფხულს. ესაა ჩვენი მთავარი სათქმელი და ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი’’, - დავით თვალავაძე.

©Lorenzo Ceva Valla, დავით თვალავაძე

,,ჩვენ ქართველმა სტუდენტებმა მილანში გადავწყვიტეთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ საქართველოში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარების ფონზე გამოდიოდნენ გარეთ და აცხადებდნენ პროტესტს პრორუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა ამ მომენტში და შესაბამისად, შემოვუერთდით უკრაინელი მომიტინგეების აქციას და ამით, როგორც უკვე ვახსენე, გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქართველებს და ასევე გვინდა, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ევროპას, რადგანაც საქართველო იყო და ყოველთვის იქნება ევროპა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გავხდებით ევროკავშირის ღირსეული წევრები’’, - მარიამ ჭოლაძე.

©Lorenzo Ceva Valla, მარიამ ჭოლაძე

 

 ახლა კი ცოტა რამ თავისუფლების ქარტიის შესახებ:

 

2011წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სახელწოდებით თავისუფლების ქარტია, რომლის პირველი მუხლი ითვალისწინებს:

 

,,ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა''.

 

ანუ პასუხი კითხვაზე: სამართლიანად ითხოვდნენ თუ არა ახალგაზრდები ზემოთაღნიშნული კანონის დაცვას - უკვე ცხადია.

 

ყველაზე მთავარი კი ამ ამბავში ისაა, რომ თაობა პოპულარული სახელწოდებით Gen – z არცერთ აქციაზე მარტო არ დგას...

 ჩვენი სიძლიერე ჩვენივე მშობლების თაობის, იგივე ჯენ იქსის მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს და ევროპულ ღირებულებებს იზიარებს უკეთესი, ჯანსაღი, სამოქალაქოდ აქტიური და დამოუკიდებელი საქართველოს შესაქმნელად.

 

 

,,მე ის თაობა ვარ, რომელიც იძულებული გახხდა გაქცეულიყო საქართველოდან ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც რუსეთთან ომმა გამოიწვია და ესენი არიან თაობა, რომელიც ჩვენ გავზარდეთ. მე ვარ ამაყი ამ თაობით და მინდა გითხრათ ყოვეთვლის იყვნენ ახალგაზრდები იქ სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ყოველთვის იყვნენ ისინი, ვინც სწორ სიტყვას ამბობენ და ვიმეორებ ბოლოჯერ აქ რომ ჩვენ არ გვაშინებს პატაარა ბრძოლების წაგება. ნამდვილ ომს მოვიგებთ ჩვენ, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს და დიდება ევროპას’’, - მელი თურმანიძე.

©MERANI TV, მელი თურმანიძე

,,მე დღეს აქ ვარ ჩემს კოლეგებთან, ქართველ სტუდენტებთან ერთად, რათა გავაპროტესტო თბილისში არსებული ვითარება. რაც ხდება დრამატულია, ისევე როგორც დრამატულია სიტუაცია უკრაინაში. რუსეთი აგრძელებს ჩვენს შევიწროებას. სურს, რომ მისი გავლენის ქვეშ დავბრუნდეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ვიბრძოლებთ და გადავლახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას! უკან არასდროს დავიხევთ. საქართველომ აირჩია ევროკავშირი, ჩვენი მომავალი ევროპულია!! გაუმარჯოს დემოკრატიას, გაუმარჯოს საქართველოს. დიდება საქართველოს!'', - ნინი გილაშვილი.

©Lorenzo Ceva Valla, ნინი გილაშვილი

©Lorenzo Ceva Valla

©Lorenzo Ceva Valla, გვინინა

©Lorenzo Ceva Valla

©MERANI TV

©MERANI TV

©MERANI TV

©MERANI TV

©Lorenzo Ceva Valla

©MERANI TV

©Lorenzo Ceva Valla, ანა ხურცილავა

©Lorenzo Ceva Valla, ელენე აბულაშვილი