ანნა ფოტიგა ქართული ელიტის წარმომადგენლებს შეხვდება

ანნა ფოტიგა ქართული ელიტის წარმომადგენლებს შეხვდება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროპარლამენტარები ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, ისინი სოფელ ოძისს ესტუმრნენ.

ევროპარლამენტთა ვიზიტი თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ,,დიდება უკრაინას'' ჩამოვიდნენ. ღონისძიება 5-6 სექტემბერს გაიმართება. ანნა ფოტიგამ განაცხადა, რომ შეხვედრები სხვადასხვა პარტიასთან იგეგმება.

,,ქართული ელიტის რაც შეიძლება მეტ წარმომადგენელს შევხვდები. მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც და სხვებსაც. ვისაუბრებთ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომზეც იმიტომ, რომ ჩემი სპეციალიზაცია სწორედ უსაფრთხოება და თავდაცვაა. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია'' - ანნა ფოტიგა.