აი, ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ ეს, 21 საუკუნის ცინიზმით სავსე, უსამართლობის, კლასიკური მაგალითი ...

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან თავდიშვილი, საკუთარი Facebook გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
აი, ყველანმა კარგად დაიმახსოვრეთ ეს, 21 საუკუნის ცინიზმით სავსე, უსამართლობის, კლასიკური მაგალითი ...
სიმართლის გაჟღერებისათვის დასაჯა უსამართლო ევრო ამერიკულმა სასამართლო სისტემამ, რომელიც დაფუძნებულია ყაჩღურ, მაძარცველურ, ადამიანის ექსპლუატაციისა და დამონების თავხედურ, კლასიკურ ფორმებზე. ამ კანონის მიმღები პარლამენტში წამომჯდერი ნარკობარიგები, მუცელგაქსუებული, მევახშე, კორუმპირებული პარლამენტარების 30 წლიანი შემოქმედების და "დაუღალავი შრომის" შედეგია ...
_________________________________
ლევან ზურაბაშვილს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და ისევ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.
ზურაბაშვილი სათამაშო ხელყუმბარით თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისში 2020 წლის 20 ნოემბერს შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
მისი მიზანი პოლიტიკური მოთხოვნების გაჟღერება იყო, რისი სივრცეც ქვეყნის ძირითადი მედია საშუალებებით არ მიეცა.
მან „ფეისბუკ“-LIVE-ის საშუალებით ადგილიდან 3 მოთხოვნა მაინც გააჟღერა:აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;
ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.
შეჭრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეტიც, ზურაბაშვილის ამგვარმა გამოხმაურებამ, ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებზე და უსამართლობაზე, სახალხო მხარდაჭერა და სოლიდარობა დაიმსახურა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანია დაიწყო, რასაც მის სასამართლო პროცესებზე არაერთი მხარდამჭერი აქციაც მოჰყვა.